სიახლის დამატების მსურველებს

იმისათვის, რომ ჩვენს საიტზე შეძლოთ სიახლეების დამატება, უპირველესად, უნდა მოიპოვოთ სტაჟიორის სტატუსი. მანამ, სანამ გექნებათ სტაჟიორის სტატუსი, თქვენს მიერ დაწერილ სიახლეებს გადახედავენ მოდერატორები. თუ გამოსაცდელ პერიოდში თავი კარგად წარმოაჩინეთ, მოგეცემათ მწერლის სტატუსი და დამოუკიდებლად მოახერხებთ სიახლეების გამოქვეყნებას, ხოლო თუ ადმინისტრაციის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეთ, სტატუსი ჩამოგერთმევათ. სტაჟიორის სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვების უფლება გექნებათ 1 წლის გასვლის შემდეგ.

იმისათვის, რომ მიიღოთ სტაჟიორის სტატუსი, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა იცოდეთ ქართული გრამატიკა კარგად და შეგეძლოთ სიახლის გამართულად წერა; 
  • სრულყოფილად ფლობდეთ ინგლისურ ან რუსულ ენას;
  • კარგად უნდა იცნობდეთ "ბარსელონას" ისტორიასა და კლუბში ამჟამად არსებულ სიტუაციას;
  • უნდა იყოთ მინიმუმ 16 წლის.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გადმოწერეთ დავალებები, შეასრულეთ და შესრულებული ვარიანტი გამოგვიგზავნეთ მეილზე [email protected] თუ საპასუხო წერილი 24 საათში არ მიიღეთ, ესეიგი, სტაჟიორის სტატუსი ვერ მოიპოვეთ. სტაჟიორის სტატურის ვერმიღების შემთხვევაში, დავალებების თავიდან გამოგზავნის უფლება მოგენიჭებათ 3 თვის გასვლის შემდეგ.

გაითვალისწინეთ: დავალებები უნდა შეასრულოთ პირადად. აკრძალულია შესრულებული დავალებების როგორც ვინმესგან მიღება, ასევე შესრულებული დავალებების სხვისთვის გადაცემა. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სტატუსის მიღების უფლება სამუდამოდ ჩამოგერთმევათ.