1957–1974

მიუხედავად იმისა, რომ 1940–იან წლებში "Les Corts-ის სტადიონი იმდროისათვის საკმაოდ შთამბეჭდავი ნაგებობა იყო, "ბარსელონას" ნელ–ნელა მაინც გაუჩნდა უფრო გრანდიოზული სტადიონის აშენების აუცილებლობა. ფრანცისკო მირო–სანსი, რომელიც "ბარსას" პრეზიდენტი 1953 წელს გახდა, იყო ახალი სტადიონის ასენების ერთ–ერთი სულისჩამდგმელი. ხოლო სტადიონის გახსნა ოფიციალურად 1957 წლის 24 სექტემბერს შედგა. "ნოუ კამპი" თავიდან 90,000 მაყურებელს იტევდა და მისი გახსნა დაემთხვა 1957 წელს "ბარსელონას" მიერესპანეთის თასის მოპოვებას. "მონჟუიკის" სტადიონზე.
"ნოუ კამპზე" გადასვლის შემდეგ კატალონიელებმა თითქოს ფრთები შეისხეს, 1958–59 და 1959–60 წლებში ზედიზედ მოიგეს ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო 957–58 და 1959–60 წლებში ბაზრობათა თასი (უეფას თასი). ამ დროისათვის კლუბს ლეგენდარული მწვრთნელი – ელენიო ერერა წვრთნიდა, რომლის განკარგულებაშიც შესანიშნავი ფეხბურთელები – კოშიჩი, ციბორი, ევარისტო, კუბალა, ეულოჯიო მარტინესი, სუარესი, ვილავერდე, ილიველა, გენსანა, სეგარა, გრაცია, ვერგასი და ტეიადა იყვნენ. მაგრამ, ამ კლექტივმა ვეღარგაიბრწყინა 60–იან წლებში. 1961 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში, ბერნში "ბენფიკასთან" 2:3 მარცხი იყო კლუბის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე უფერული პერიოდის დასაწყისი. 60–იან წლებში "ბარსამ" მხოლოდ ესპანეთის თასის მოგება მოახერხა 1963 და 1968 წლებში და ბაზრობათა თასის მოგება 1966 წელს.

"მეტი, ვიდრე კლუბი"
მიუხედავად იმისა, თუ რა სპორტული მიღწევები ჰქონდა ამა თუ იმ დროს "ბარსელონას", კლუბის წევრების რაოდენობა მაინც იზრდებოდა ხოლმე. ეს დიდწილად იმის დამსახურება იყო, რომ "ბარსასთვის" სოციალური ცხოვრება არასდროს ყოფილა მეორეხარისხოვანი და იგი ფრანკოს დიქტატურული რეჟიმის დროს ყოველთვის იყო კატალონიელი ხალხის დამოუკიდებლობის გამომხატველი. პრეზიდენტმა ნარცის დე კასერესმა, თავის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი გამოსვლის დროს, რომელიც მას 1968 წლის იანვარში ჰქონდა, წარმოთქვა ლეგენდარული სიტყვები – "მეტი, ვიდრე კლუბი". პრეზიდენტმა აგუსტი მონტალ ი კოსტამ (1969–1977) კლუბი სოციალური მხარე კიდევ უფრო განავითარა და მისი პრეზიდენტობის დროს "ბარსელონა", მიუხედავად ფრანკოს მიერ დაწესებული შეზღუდვებისა, მაინც გაიგივებული იყო კატალონიელ ხალხთან.

კრუიფი
ესპანეთში ფაშიზმის ბატონობის დროს, "ბარსელონა" მის მოსისხლე მტერთან – მადრიდის "რეალთან" შედარებით ძალზე იტანჯებოდა, რადგან მას არ ჰქონდა უცხოელი ფეხბურთელების თავისუფლად შეძენის უფლება. მაგრამ, 1970–იან წლებში ერთმა უცხოურმა შენაძენმა, კლუბის ისტორია შეცვალა. "ბარსელონაში" 1973 წელს გადავიდა მფრინავ ჰოლანდიელად წოდებული იოჰან კრუიფი, რომელსაც დებიუტი 1973 წლის 28 ოქტომბერს ჰქონდა. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ძირეულად შეცვალა "ბარსელონას" თავდასხმის ხაზის თამაში და კლუბს პირველივე სეზონში ესპანეთის ჩემპიონობა მოაპოვებინა. ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში კი გახლდათ "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე გამართული შეხვედრა მადრიდის "რეალთან", რომელიც კატალონიელებმა 5:0 მოიგეს. იმ დროს კრუიფთან ერთად "ბარსელონას" შეტევეის ხაზში ბრწყინავდნენ რექსაჩი, ასენსი, სოტილი და მარსიალი. მაგრამ კრუიფი ყველა დანარჩენი ფეხბურთელებისაგან იმით გამოირჩეოდა, რომ იგი ლიდერი იყო როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც და სარგებლობდა ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღებით.

75–ე დაბადების დღე
კლუბმა 1973–74 წლების სეზონის შემდეგ, რომელიც "ბარსასთვის" წარამტებული გამოდგა, იზეიმა დაარსებიდან 75–ე წლისთავი. ზეიმის დღეს ბარსელონაში ნამდვილი სახალხო ზეიმი გაიმართა. ვალენსიელმა მხატვარმა, ხუან მირომ სპეციალურად ამ დღისათვის გრანდიოზული პოსტერიც დახატა. ზეიმში მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი მხატვრები, მწერლები, მომღერლები და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. სწორედ ამ ზეიმისთვის შეიქმნა სიმღერა "Cant del Barca", რომელიც შემდგომში კლუბის ოფიციალურ ჰიმნად იქცა.



მსუბუქ ვერსიაზე გადასვლა