Europe-Bet.com
 
ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: დღეს, 01:09
დღეს, 01:09

21 მაისი

1969 წლის 21 მაისს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, "ბარსელონა" ბრატისლავის "სლოვანთან" 2:3 დამარცხდა. კატალონიელთა მხრიდან მე-2 გოლი კარლოს რეშაკმა გაიტანა პირდაპირ კუთხურიდან.

ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: გუშინ, 01:25
გუშინ, 01:25

20 მაისი

1993 წლის 20 მაისს, ტარაგონაში, "ბარსელონა" "ესპანიოლი" 4:3 დაამარცხა და კატალონიის თასი მოიგო.

1992 წლის 20 მაისს, იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილმა "ბარსელონამ", "უემბლიზე", ჩემპიონთა თასის ფინალში გენუის "სამპდორია" 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტურნირი. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 111-ე წუთზე, რონალდ კუმანმა გაიტანა.

ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: 19-05-2013, 00:46
19-05-2013, 00:46

19 მაისი

1996 წლის 19 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საკუთარ კედლებში, "ბარსელონამ" "სელტა" დაამარცხა. შეხვედრის მსვლელობისას, კატალონიელები 0:2 მარცხდებოდნენ, მაგრამ უკანასკნელ ოც წუთში, მასპინძლებმა 3 გოლის გატანა მოახერხეს.

ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: 18-05-2013, 04:27
18-05-2013, 04:27

18 მაისი

1996 წლის 18 მაისს, ესპანეთის ჩემპიონატის დასრუელბამდე 2 ტურით ადრე, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ ლუის ნუნიესმა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, იოჰან კრუიფი გათავისუფლა. ბოლო ორ ტურში, "ბარსას" კარლოს რეშაკი წვრთნიდა.

1994 წლის 18 მაისს, ათენის ოლიმპიურ სტადიონზე, იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილი "ბარსელონა", ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "მილანს" დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად კატალონიელები ითვლებოდნენ, შეხვედრა იტალიელებმა 4:0 მოიგეს.

1919 წლის 18 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, "ბარსელონა" "არენასთან" 2:5 დამარცხდა. ორივე ძირითად ტაიმში, გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს, ხოლო დამატებით ტაიმში, "ბარსამ" 3 ბურთი გაუშვა.

ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: 17-05-2013, 00:39
17-05-2013, 00:39

17 მაისი

2008 წლის 17 მაისს, ოფიციალურ მატჩში, ფრანკ რაიკაარდი "ბარსელონას" უკანასკნელად გაუძღვა. კატალონიელებმა "მურსია" დაამარცხეს გასვლაზე, ანგარიშით 5:3.

2006 წლის 17 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ბარსელონამ" ლონდონის "არსენალი" 2:1 დაამარცხა. პარიზში გამართულ შეხვედრას, კატალონიელები ათკაციან მეტოქესთან აგებდნენ, მაგრამ ჰენრიკ ლარსონის მიერ გაკეთებული გადაცემა ჯერ სამუელ ეტო'ომ აქცია გოლად, შემდეგ კი, ჟულიანო ბელეტიმ.

2002 წლის 17 მაისს, 74 წლის ასაკში, გარდაიცვალა "ბარსელონას" ლეგენდა, ლადისლაო კუბალა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, პარკინსონით იყო დაავადებული.

ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: 16-05-2013, 03:50
16-05-2013, 03:50

16 მაისი

2004 წლის 16 მაისს, ლუის ენრიკემ კარიერაში უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, "ბარსელონა" "რასინგს" დაუპირისპირდა. ლუის ენრიკემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მან მოედანზე ერთი საათი დაჰყო.

1979 წლის 16 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, "ბარსელონამ" დიუსელდორფის "ფორტუნა" 4:3 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან, გოლები ხოსე ვისენტე სანჩესმა, ხუან მანუელ ასენსიმ, კარლოს რექსაჩმა და ჰანს კრანკლმა გაიტანეს.

1926 წლის 16 მაისს, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, მადრიდის "ატლეტიკოსთან", "ბარსელონა" 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ კატალონიელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. 115-ე წუთზე კი, "ბარსას" გამარჯვება ალკანტარამ მოუტანა.

ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: 15-05-2013, 05:55
15-05-2013, 05:55

15 მაისი

1998 წლის 15 მაისს, დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის გათამაშება, რომლის ბოლო 3 თამაშიც "ბარსელონამ" წააგო საერთო ჯამში 4:12. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა ჩემპიონობა მაინც იზეიმეს. საქმე ისა, რომ "ბარსამ" ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა.

1991 წლის 15 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" 1:2 დამარცხდა. ინგლისელთა მხრიდან, თავი ორივეჯერ "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკ ჰიუზმა გამოიჩინა, კატალონიელთა მხრიდან კი, საჯარიმო დარტყმით, რონალდ კუმანმა გაიტანა.

1965 წლის 15 მაისს, "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტზე, მე-2 ვადით აირჩიეს ენრიკ ლიაუდეტი, რომელმაც დამაჯერებლად დაამარცხა ხოსეპ ვენდრელია.

1902 წლის 15 მაისს, ესპანეთის სამეფო თასის პირველ გათამაშებაში, "ბარსელონა" "ვისკაიასთან" 1:2 დამარცხდა.

ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: 14-05-2013, 00:12
14-05-2013, 00:12

14 მაისი

1997 წლის 14 მაისს, როტერდამში, თასების მფლობელთა თასის ფინალში, "ბარსელონამ" "პარის სენ ჟერმენი" 1:0 დაამარცხა. შეხვედრის 38-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით, გოლი რონალდომ გაიტანა.

1994 წლის 14 მაისს, იოჰან კრუიფის მიერ გაწვრთნილი "ბარსელონა", ზედიზედ მეოთხედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ბოლო ტურშიმ კატალონიელებმა "სევილია" დაამარცხეს, ანგარიშით 5:2.

1922 წლის 14 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, "ბარსელონამ" "რეალ უნიონი" 5:1 გაანდგურა. 1/2-ფინალში, კატალონიელებმა "სევილია" 7:1 დაამარცხეს, ხოლო 1/4-ფინალში - "სპორტინგი", ანგარიშით 7:2.

ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: 13-05-2013, 00:30
13-05-2013, 00:30

13 მაისი

2009 წლის 13 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში, "ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკი" 4:1 დაამარცხა. შეხვედრის მე-9 წუთზე, ტოკერომ ბასკები დააწინაურა. შესვენებამდე, ეფექტური გოლით, ანგარიში იაია ტურემ გაათანაბრა, ხოლო მე-3 ტაიმის ათწუთიან მონაკვეთში, კატალონიელებმა მეტოქეს კიდევ 3 გოლი გაუტანეს.

1996 წლის 13 მაისს, კატალონიის თასზე, "ბარსელონა" "ესპანიოლთან" 1:5 განადგურდა.

1956 წლის 13 მაისს, "ბარსელონასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად, ესპანეთში ალფრედო დი სტეფანო ჩავიდა, მაგრამ მადრიდის "რეალი" პრეზიდენტმა, არგენტინელის თავის კლუბში გადაბირება მოახერხა. შედეგად, ფიფა-მ დის ტეფანოს ესპანეთსი თამაში აუკრძალა, რადგან ორივე კლუბს უკვე ჰქონდა სატრანსფერო თანხა გადახდილი. სიტუაციის გარკვევას 4 თვე დასჭირდა.

1902 წლის 13 მაისს, "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ. პირველი "ელ კლასიკო" კატალონიელმა ფეხბურთელებმა მოიგეს, ანგარიშით 3:1.

ინფორმაცია
  • ავტორი: barcaman
  • თარიღი: 12-05-2013, 03:59
12-05-2013, 03:59

12 მაისი

1982 წლის 12 მაისს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, "კამპ ნოუზე", "ბარსელონა" ლიეჟის "სტანდარტს" დაუპირისპირდა. შეხვედრა კატალონიელებმა 2:1 მოიგეს.

უკან წინ