სამშაბათს კატალონიის "ბარსელონას" ვეტერანი ფრანგი მცველის ერიკ აბიდალის აგენტი დავიდ ვენდიტელი, კლუბის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს - სპორტულ დირექტორს ანდონი სუბისარეტას და ვიცე-პრეზიდენტს ჟოსეპ ბართომეუს შეხვდა.
სამშაბათს კატალონიის "ბარსელონას" ვეტერანი ფრანგი მცველის ერიკ აბიდალის აგენტი დავიდ ვენდიტელი, კლუბის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს - სპორტულ დირექტორს ანდონი სუბისარეტას და ვიცე-პრეზიდენტს ჟოსეპ ბართომეუს შეხვდა.
კატალონიის "ბარსელონას" 16 წლის ახაგაზრდა თავდამსხმელმა სერხი კანოსმა ინგლისურ "ლივერპულთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა. კონტრაქტის პირობებში ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლივერპულში" წელიწადში 36 ათას ევროს მიიღებს, "ბარსელონაში" კი მას ორჯერ მეტს სთავაზობდნენ.
გერმანული "მიუნჰენგლადბახის" ახალგაზრდა პერსპექტიულმა მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა უარით ორი ევროპული გრანდი გაისტუმრა. ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" სურს.
"რივერ პლეიტის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ხუან მანუელ იტურბემ განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ ანდრეს მესის ვინმესთან შედარება უბრალოდ შეუძლებელია. იტყობინება, არგენტინული პრესა.
„რეალ მადრიდის“ ლეგენდამ აღიარა, რომ მას ორჯერ ჰქონდა შანსი კატალონიურ კლუბში გადმოსვლისა, თუმცა ფეხბურთელმა ორივე უარყო, რადგან არ სურდა მადრიდელების უშუალო მეტოქე გამხდარიყო.
„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ბრაზილიელ თავდამსხმელ პატოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო „Google +"-ის მიერ გამართულ „შოუში“ „Hangout“, სადაც 2013 წელს ბრაზილიაში გასამართ კონფედერაციის თასზე ისაუბრა. ფეხბურთელებთან ერთად შოუში მონაწილეობდა რამდენიმე ჟურნალისტი და გულშემატკივარი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ კვირას ნეიმარმა ხელი მოაწერა ერთ-ერთ საბუთს, რომელიც ითვალისწინებს კონფედერაციის შემდეგ მის "ბარსელონაში" გადაბარგებას. ნეიმარმა დადო პირობა, რომ ამ გათმაშების შემდეგ იგი კატალონიურ კლუბს შეუერთდება. მის სიტყვებს გაზეთი "O Globo" ციტირებს.
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი აცხადებს, რომ თავის ფეხბურთელებს ის ხშირად უჩვენებს ფოტოსურათებს, რომლებზეც "ბარსელონას" მოთამაშეების მიერ გატანილი გოლის აღნიშვნაა გამოსახული.
”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, კარლეს ვილარუბიმ ისაუბრა, უკვე ოფიციალურ ინფორმაციაზე, იმაზე, რომ მოურინიო განთავისუფლებული იქნა მადრიდული კლუბიდან.
როგორც მოგეხსენებათ ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ "პსჟ-ს" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი დატოვებს კლუბს და სათავეში მადრიდის "რეალს" ჩაუდგება და ასევე გუნდიდან ამ ზაფხულს ტიაგო სილვაც და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც დატოვებენ.