კატალონიური დებრის წინ, “ესპანიოლის” მეკარემ – კარლოს კამენიმ და “ბარსელონას” მცველმა – ლილიან ტურამმა გახსნეს ორგანიზაცია “ექიმები საზღვრების გარეშე”-ს ოფისი. ხსენებული საქველმოქმედო ორგანიზაცია დიდი ხანია რაც ტანამშრომლობს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან. სწორედ ეს ორგანიზაცია ებრძვის აფრიკაში შიდსის ვირუსს.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 1-12-2007, 00:44

პორტუგალიის ნაკრების თავკაცი, ლუიშ ფილიპე სკოლარი თვლის, რომ “ბარსელონას” ლიდერ, რონალდინიოზე, გულშემატკივრების მხრიდან ზედმეტი ზეწოლა არის.

შეგახსენებთ, რომ სკოლარი წვრთნიდა ბრაზილიის ნაკრებს, რომელთან ერთადაც რონალდინიომ 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 1-12-2007, 00:36
ფრანკ რაიკაარდის გუნდს “ესპანიოლთან” მატჩში ვერ დაეხმარებიან ანრი, ეტო’ო, დეკო, ტურამი, ედმილსონი, ოლეგერი, ჯოვანი დოს სანტოსი და სილვინიო. სწორედ ამის გამო, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა შაბათის თამასისთვის განაცხადში შეეყვანა მეორე გუნდის სამი ფეხბურთელი – მარკ კროსასი, ალბერტ ბოტია და ვიქტორ სანჩესი. ამ სამიდან ორი უკანასკნელისთვის ეს არის პირველი გამოძახება პირველ გუნდში.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 1-12-2007, 00:24
ეიდორ გუდიონსენი ფიქრობს, რომ “ესპანიოლი”-”ბარსელონას” დერბი განსაკუთრებული მოვლენაა. ისლანდიელი ფეხბურთელი ტრამვის შემდეგ მალე გამოჯანმრთელდა და იმედოვნებს, რომ შაბათის მატჩი გუნდს გამოადგება.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 1-12-2007, 00:15
დღეს FIFA-მ განაცხადა იმის შესახებ, რომ მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილნი არიან ლიონელ მესი “ბარსელონადან”, კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” და კაკა “მილანიდან”. დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 17 დეკემბერს ციურიხში.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 30-11-2007, 23:54
როგორც Tribalfootball იუწყება, MLS-ის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის შემდეგ ამერიკაში სათამაშოდ მიიწვიოს ტიერი ანრი და რონალდინიო.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 30-11-2007, 14:11
როგორც სააგენტო “reuters” იტყობინება, ხუთთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა “ბარსელონას” ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ედმილსონმა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ნაოპერაციებ მარჯვენა მუხლს მკურნალობდა. ესპანურმა გაზეთებმა არაერთხელ დაწერეს ედმილსონის სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ, მაგრამ ფეხბურთელი კვლავ “ბარსელონაში” რჩება. თავად ედმილსონმა ცოტა ხნის წინ თავისი რამდენიმე თანაგუნდელი გააკრიტიკა საქვეყნოდ, რის გამოც შემდეგში მან ბოდიშიც მოიხადა.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 30-11-2007, 14:03
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი თვლის, რომ “მილანის” ბრაზილიელ ნახევარმცველს, კაკას, კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელთან, ლიონელ მესისთან შედარებით ოქროს ბურთის მოპოვებასთან დაკავშირებით აქვს მხოლოდ ორი უპირატესობა – მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ასაკი.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 30-11-2007, 13:49
კატალონიური დერბის წინ “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი, ლეო მესი და ეიდორ გუდიონსენი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. არგენტინელი ცდილობს საჭირო ფორმის აღდგენას, ხოლო ისლანდიელს მცირე ტრავმა აწუხებს. შეგახსენებთ, რომ ესპანური “MARCA”-ს ცნობით ფრანკ რაიკაარდს ამ მატჩი ტიერი ანრის და სილვინიოს დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 30-11-2007, 01:58
როგორც კატალონიური “ბარსელონას” პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, კატალონიურ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს კლიბის ორი ფეხბურთელი – ტიერი ანრი და სილვინიო.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 30-11-2007, 01:57

მსუბუქ ვერსიაზე გადასვლა