მაშ ასე, “ელ კლასიკოს” საყურებლად მოდიან: a-l-e-x; Qrazy Barcelona; rio; LIONEL MESSI; viva barca.. (მოყავს 1 მეგობარი); ronaldinho (მოყავს 1 მეგობარი); tengo6 (მოყავს 1 მეგობარი); sandrinio_sandrinio (მოყავს 1 მეგობარი); catalonia (მოყვას 2 მეგობარი); sixa; rivaldo; barcaman; ceceR10 (მოყავს 1 მეგობარი). (სულ 20)
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 20-11-2007, 20:40
მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა, ული ჰიონესმა “Blickpunkt Sport”-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მან რამდენიმე საიტერესო დეტალზე ისაუბრა. ჩვენთვის, “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ამ ინტერვიუდან საინტერესო არის ის მონაკვეთი, სადაც იგი ფილიპ ლამის კატალონიურ კლუბში გადასვლაზე საუბრობს.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 20-11-2007, 20:15

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, მარკ კროსასი შესაძლოა დეკემბერში არენდის წესით იქნას გასხვისებული. კლუბის ტექნიკური შტაბის აზრით კროსას ეძლევა ძალზე ცოტა სათამაშო დრო როგორც პირველ, ასევე მეორე გუნდში, რაც მისი ასაკის ფეხბურთელის პროფესიულ ზრდაში ხელს შეუშლის.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 20-11-2007, 12:58

ორშაბათს ბოიანმა “Gillette”-სგან მიიღო პრიზი “მომავალი ჩემპიონი 2007″, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ესპანეთის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენს.

ბოინმა პრიზი დაიმსახურა, აჯობა რა საკათბურთო კლუბ “DKV Joventut Badalona”-ს ვარსკვლავ რიკი რუბიოს; 1500 მეტრ დისტანციაზე სირბილში ჩემპიონ ალვარო როდრიგესს და ტანმოვარჯიშზე სერხიო მუნიოსს.

  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 20-11-2007, 12:50

მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტის დამთავრების შემდეგ გერმანიის ნაკრების მცველი “ბარსელონაში” გადავა.

კატალონიურ კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელს უკვე მოელაპარაკა და დაითანხმა იმაზე, რომ 2009 წელს, მას შემდეგ რაც ლამს მიუნხენებლებთან კონტრაქტი დაუმთავრდება, იგი “ბარსელონაში” გადავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლამი ხელს ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს.

  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 20-11-2007, 02:32
“ბარსელონას” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აცნობიერებს შექმნის სიტუაციაში ეფექტურად რეაგირების აუცილებლობას. მან ასევე შეაქო სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები იმისათვის, თუ როგორ უჭირავთ მათ თავი რთულ სიტუაციაში.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-11-2007, 20:45

ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ იგი არ ნანობს ინგლისიდან ესპანეთში გადაბარგებას, სადაც იგი ლონდონის “არსენალში” გამოდიოდა.

“ბარსელონაში გადასვლა გახდა ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. მე აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს:  თამაშის სტილი, ატმოსფერო, ქალაქი და საერთოდ ყველაფერი. სწორედ ამის გამო მოვედი მე აქ. მე მივიღე სწორი გადაწყვეტილება კლუბთან კონტრაქტზე ხელის მოწერით” – დარწმუნებულია ანრი.

  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-11-2007, 19:18

ერთბაშად სამი ევროპული კლუბი არის დაინტერესებული ფრანგული “ლიონის” შემტევი ნახევარმცველის, ჰატემ ბენ არფას შეძენით.

ბენ არფამ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ფრანგული კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელადაც იქცა, რამაც გამოიწვია ის, რომ იგი მოხვდა ბარსელონას, არსენალის და ფიორენტინას თვალთახედვის არეში.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-11-2007, 02:13

“ბარსელონამ” გამოთქვა დაინტერესება ბრემენის “ვერდერის” ნახევარმცველ დიეგოს მიმართ. კატალონიელები ბრაზილიელის ტრანსფერს პერსპექტიულად თვლიან მისი პოტენციალის და ასაკის გათალისწინებით. შეგახსენებთ, რომ დიეგომ მიმდინარე წელს “ვერდერთან” კონტრაქტი 1011 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ ფეხბურთელს და კლუბს შორის არსებობს შეთანხმება, რომელიც დიეგოს “ვერდერის” დატოვების უფლებას აძლევს, თუ რომელიმე კლუბი ბრემენელებს სერიოზულ შეთავაზებას გაუკეთებს.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 18-11-2007, 23:30
ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ახალმა თანაშემწემ და ფრანკ რაიკაარდის ყოფილმა თანაშემწემ, ჰენკ თენ კეიტმა განაცხადა, რომ რონალდინიოს ლონდონურ კლუბში გადასვლის შესახებ გავრცელებული ხმები არის სრული სიცრუე.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 18-11-2007, 21:37