“ალკოიანოს” წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში წინა მატჩებისგან შედარებით რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. განაცხადში ვერ მოხვდნენე ძამბროტა (დისკვალიფიკაცია), ესკერო (ტრავმა) და ის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 13-11-2007, 12:38
კვირას ვიქტორ ვალდესი პრესას გაესაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ეძებს მიზეზებს გასვლაზე წარუმატებლად თამაშისა. კატალონიელთა კიპერის აზრით ყველაფრის მიზეზი არის ტაქტიკა, ფეხბურთელები მოწინააღმდეგეს ძალზე ბევრ თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევენ.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 12-11-2007, 22:25
“ხეტაფესთან” 0:2 წაგების შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ რაიკაარდმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მეტოქის კართან ძალზე ცოტა სახიფათო მომენტი შექმნა და ფეხბურთელებმა თავისი შესაძლებლობები საერთოდ ვერ წარმოაჩინეს. რაიკაარდმა იქვე დაამატა: “საჭიროა გასვლზე თამაშის დროს რამე შევცვალოთ, რათა ქულები აღარ დავკარგოთ”.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 11-11-2007, 20:49
“ხეტაფესთან” მატჩის წინ რაიკაარდმა თავის ფეხბურთელებს მოუწოდა თავისი კლასი გამოავლინონ რაც შეიძლება მალე. რაიკაარდის თქმით საჯარიმო მოედანში გაკეთებული გადაცემები უნდა იყოს უფრო ზუსტი და თანამედროვე ფეხბურთში მაშინაც კი, როდესაც 2:0 იგებ, არ უნდა მოდუნდე.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 10-11-2007, 16:54

“ბარსელონას” შემადგენლობას ტრამვის გამო რაფაელ მარკესი გამოაკლდა. მექსიკელი მცველის მაგივრად განაცხადში ჯანლუკა ძამბროტა მოხვდა, რომელმაც თავის მხრივ “რეინჯერსთან” დაპირისპირება გამოტოვა ტრამვის გამო.

  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 10-11-2007, 01:29
ლეო მესი თვლის, რომ თუ “ბარსელონა” განაგრძობს ისევე ასპარეზობას, როგორც ახლა, მაშინ იგი მალე დაიწყებს გასვლაზე მოგებებსაც. მესი თვლის, რომ გასვლაზე მოსაგებად “ბარსას” არ სჭირდება თავისი თამაშის შეცვლა.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 9-11-2007, 13:57
ხუთშაბათს კატალონიური კლუბის ფეხბურთელებმა – პუიოლმა, რონალდინიომ და მესიმ, მიიღეს FIFPRO-ს პრიზები, როგორც 2006-07 წლების სეზონის World Eleven-ის სიმბოლური ნაკრების წევრებმა. ფეხბურთელების დაჯილდოვების ცერემონია “ნოუ კამპის” საკონფერენციო დარბაზში შედგა.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 9-11-2007, 13:42

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ფერანო სორიანომ “BBC Sport”-ის რეპორტიორებს განუცხადა, რომ რონალდინიო კლუბში რჩება თავისი სპორტული კარიერის ბოლომდე.

სორიანო შეეცადა დაესვა წერტილი იმ სპეკულაციებისათვის, რომლის თანახმადაც რონალდინიომ შესაძლოა სხვა კლუბს მიაშუროს და განაცხადა, რომ რონალდინიოს მომავალი ბოლომდე “ბარსელონასთან” არის დაკავშირებული. “ვფიქრობ იგი კლუბში კარიერის ბოლომდე დარჩება” – განაცხადა ლურჯ-წითლების ვიცე-პრეზიდენტმა.

  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 8-11-2007, 20:29
“ბარსელონას” გოლკიპერმა ევროტურნირებზე უკვე 466 წუთი ითამაშა ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია. ეს არის “ბარსას” მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგი ევროტურნირებზე კლუბის მთელი ისტორიის განმავლობაში.
  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 8-11-2007, 20:18

24 წლის ასაკში იგი გერმანიის ერთ-ერთ კაშკაშა ფეხბურთელად ითვლება და ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება, თუ მისი კარიერა “ბარსელონაში” გაგრძელდება.

მიუნხენის “ბაიერნის” განაპირა მცველი შეიძლება გახდეს “ბარსელონაში” ჯანლუკა ძამბროტას შემცვლელი. რადგან იტალიელმა უკვე 30 გადააჭარბა, გერნამელი კი მხოლოდ 24 წლის არის, მაგრამ მას უკვე დიდიგამოცდილება აქვს “ბაიერნში” და გერმანიის ნაკრებში თამაშით.

  • ავტორი: barcaman
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 8-11-2007, 10:55