ესპანეთი–არგენტინა. რამოდენიმე სიახლე მატჩის შესახებ

როგორც მოგეხსენებათ 7 სექტემბერს უნდა გაიმართოს ამხანაგური მატჩი არგენტინასა და ესპანეთის ნაკრებებს შორის. ცნობილი გახდა, რომ კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი მცველი გაბრიელ მილიტო დაეხმარება თავის სამშობლოს. 29 წლის ფეხბურთელს ჰქონდა სერიოზული ტრავმა, რის გამოც 16 თვე გაუცდა. სწორედ ამიტომ ვერ გარისკა აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანა. გაბი ახლა მწყობრშია და 7–ში შეეცდება დაამრცხოს "ფურია როხა".

ამ ამხანაგური შეხვედრის შესახებ ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ გუნდი აღჭურვილი იქნება ძლიერი ფეხბურთელებით.

  • ავტორი: THIERRYHENRY14
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 20-08-2010, 08:47

დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა დიმიტრი ჩიგრინსკიმ კატალონიურ ჟურნალ sport–ს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა მისი "ბარსელონადან" გაყიდვის თაობაზე. ჩიგრინსკიმ თქვა, რომ მას გვარდიოლამ დაურეკა და უთხრა თუ რატომ იყო საჭირო მისი გუნდიდან წასვლა და თუ ვის სურდა ეს.

  • ავტორი: THIERRYHENRY14
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 20-08-2010, 04:31

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა რაფაელ მარკესმა, რომელმაც "ნიუ–იორკ რედ ბულსის" მაისურით ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოახერხა, ერთმანეთს შეადარა "ბარსელონა" და MLS.

  • ავტორი: THIERRYHENRY14
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-08-2010, 21:29

ესპანურმა "ბარსელონამ" "რეკრეატივოდან" გადაიბირა ცენტრალური ნახევარმცველი კარლოს კარმონ ბონე, იტყობინება FootballPress. 23 წლის ფეხბურთელი დაიცავს "ბარსა ატლეტიკის" ღირსებას, რომელიც ამჟამად სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს. ბონემ "რეკრეატივოს" მაისურით წინა სეზონში 38 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოახერხა. ვნახოთ რამდენად გაამართლებს ეს ტრანსფერი.

  • ავტორი: THIERRYHENRY14
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-08-2010, 21:29

ბოატენგი: "თუ მოვინდომებთ "ბარსელონას" დავამარცხებთ"

"მილანის" ახალწვეულმა კევინ პრინს ბოატენგმა განაცხადა, რომ მისი კლუბი კატალონიის "ბარსელონაზე" ძლიერია და ძალუძს მისი დამარცხება

"მე ოცნება ამიხდა და გადმოვედი "მილანში". ამ კლუბის ისტორია ჩემთვის ნაცნობია. ჩემი მიზანია დავეხმარო მილანელებს ამ სეზონში კარგ ასპარეზობაში. თუ მოვინდომებთ შეგვიძლია იოლად დავამარცხოთ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო კლუბი "ბარსელონა". ვიბრძოლებთ, რათა მოვიპოვოთ ტიტულები და კიდევ ერთხელ შევიდეთ ისტორიაში." ციტირებს ბოატენგის სიტყვებს Football Italia.

  • ავტორი: THIERRYHENRY14
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-08-2010, 21:29

 პიკე: ''ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებით" ჟერარ პიკე ფიქრობს, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც გვიან შეუერთდნენ ''ბარსელონას'' უკვე დაიბრუნეს საუკეთესო ფიზიკური ფორმა. ასე,რომ ისინი განაგრძნობენ მზადებას ესპანეთის სუპერ თასის მოსაპოვებლად. ''ბლაუგრანას'' ცენტრალური მცველი  ''ბარსას'' თავის ესპანელ თანაგუნდელებთან ერთად, დაახლოვებით ერთი კვირის წინ დაუბრუნდა, თუმცა ის თავს შესანიშნავად გრძნობს: "ჩვენ ყველანი დავბრუნდით გუნდში კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში, ასე რომ მზად ვართ ყველანაირი გამოწვწვისთვის''.

  • ავტორი: medea
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-08-2010, 19:42

http://blog.indomanutd.org/wp-content/uploads/2010/06/LaLiga.jpg

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო ტურნირში უამრავი მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა ასპარეზობდა, ლა ლიგა ერთ-ერთი ულამაზესი ჩემპიონატია მთელ მსოფლიოში, რაც მეტწილად მისი საუკეთესო ბომბარდირების დამსახურებაა. მათ შექმნეს ის საფებურთო სტილი, რომლითაც ესპანური ლა ლიგაა განთქმული.

  • ავტორი: Real-Barceona 2-6
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-08-2010, 16:46

"ბარსელონამ" 2010–2011 წლების სეზონისთვის ოფიციალური ფოტო გადაიღო

როგორც მოგეხსენებათ კატალონიის "ბარსელონამ" 2 დღის წინ გადაიღო 2010–2011 წლების სეზონის ოფიციალური ფოტო. სურათები საიტზე უკვე დევს, ამიტომ გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ემზადებოდნენ ლურჯ–ბროწეულისფერები გადასაღებად...

  • ავტორი: THIERRYHENRY14
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-08-2010, 09:31

გლები კვლავ გუნდთან ერთად ვარჯიშობს

გუშინ ალექსანდრე გლები დაუბრუნდა გუნდს და ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად. როგორც AS იტყობინება ბელარუსიელ ნახევარმცველს აწუხებდა მარცხენა ფეხი და სწორედ ამიტომ დაისვენა რამდენიმე დღე. გლები აგრძელებს "ბარსელონას" მაისურით გამოსვლას, თუმცა ეს სადამდე გასტანს არავინ იცის. წინა სეზონში იგი არენდის სახით გერმანულ "შტუდგარტში" იყო გამწესებული...

  • ავტორი: THIERRYHENRY14
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-08-2010, 08:52

როგორც გუშინ გაირკვა "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს მარტო ესპანეთის ჩემპიონობისათვის არ ებრძვიან. ისინი დაინტერესებულნი არიან ერთი ფეხბურთელით და ორივეს სურს მისი ყიდვა. ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით კატალონიელებიც და მადრიდელებიც გადართულნი არიან მანჩესტერ "სიტის" არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესზე. ტევესმა წინა სეზონი კარგად ჩაატარა და მოახერხა რა 36 მატჩში 23 გოლის გატანა. ასევე კარლოსმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს არგენტინელი. ერთი კი აშკარაა: ახალ სეზონში თუ იგი კვლავ ქალაქელების ღირსებას დაიცავს, ნამდვილად არ ექნება იმდენი სათამაშო დრო, რამდენიც აქამდე ჰქონდა, რადგან "სიტიმ" ძალიან ბევრი ახალი და ნიჭიერი ფეხბურთელი შეიძინა.

  • ავტორი: THIERRYHENRY14
  • კომენტარები: 0
  • თარიღი: 19-08-2010, 08:03