ხოსეპ გვარდიოლა


სეზონი კლუბში: 1990-2001

თამაში: 472

გოლი: 10

 

პეპ გვარდიოლა "ბარსელონას” ახალგაზრდული სკოლის აღზრდილთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო კლუბის ისტორიაში.
ის 1971 წელს სანტპედორში დაიბადა (ბარსელონა) და თითქმის ყველა დონეზე თამაშის შემდეგ, როგორც იქნა შედგა მისი პირველი დებიუტი "დიდ ბარსელონას” რიგებში 1990/91 წლების სეზონში.
პეპი ჩინებულად ნიჭიერი ნახევარმცველი იყო მოედნის ბრწყინვალე ხედვით და გუნდის მთავარ ცენტრალურ ფლეიმეიქერად ითვლებოდა, რომელიც მუდამ 4 ნომერ მაისურს ატარებდა. მისი ბრწყინვალე კარიერა დაკავშირებულია კლუბის ახლანდელი ისტორიის საუკეთესო პერიოდთან, კერძოდ იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდთან”. გვარდიოლას ბევრი კრუიფის, როგორც ფეხბურთელის, გაგრძელებად მიიჩნევდა.
გვარდიოლას თამაში უწევდა 1990-იანი წლების მსოფლიოს ისეთ დიდებულ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან: რომარიო, ლაუდრუპი, ბაკერო, ზუბიზარეტა, სტიოჩკოვი, კუმანი, ამორი, ფიგუ, რონალდო, რივალდო, ლუის ენრიკე და სხვ. მისი კარიერის ყველაზე დიდი მინუსი იყო 1997/98 წლების სეზონში მიღებული ტრავმა, რის შედეგადაც ის მოედანს 1 წლის ვადით ჩამოშორდა.
პეპმა კლუბი 2000/01 წლების სეზონში დატოვა, როცა მან თავისი ბედი იტალიურ "ბრესციაში” სცადა. მისი ყველაზე დიდი მიღწევა საერთაშორისო დონეზე იყო ოქროს მედალი ბარსელონაში ჩატარებულ ოლიმპიადაზე 1992 წელს.
2007/08 წლების სეზონში პეპი "ბარსელონაში” დაბრუნდა, ამჯერად უკვე მწვრთნელად. ამავე სეზონში მან "ბარსა ბ” ზედა დივიზიონში დააწინაურა, ხოლო შემდეგ წელს, უკვე "დიდ ბარსა”-სთან ერთად საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ტრიპლეტის მოგების შემდეგ, მომდევნო სეზონში კი მან გუნდს კიდევ 3 ტიტული მოაგებინა და გახდა ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც 1 წლის განმავლობაში 6 ოფიციალური ტურნირის მოგება მოახერხა.

ტიტულები

ჩემპიონთა ლიგა – 1991/92
თასების მფლობელთა თასი – 1996/97
ევროპის სუპერ თასი - 1992, 1997
ესპანეთის ჩემპიონატი – 1990/91, 91/92, 92/93, 93/94, 97/98, 98/99
ესპანეთის თასი – 1996/97 and 97/98
ესპანეთის სუპერ თასი 1991, 1992, 1994, 1996
კატალონიის თასი -  1990/91, 92/93, 99/00


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.