ზიგფრიდ გრასია


სეზონი კლუბში: 1951-1966

თამაში: 526

გოლი: 21


გრასია (გავა, 1932 – ბარსელონა, 2005) მოვიდა "ბარსელონისტებიდან". მისი თამაშის სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა თავგანწირულობითა და ეფექტურობით.

დაცვის მარცხენა ფლანგზე ზიგფრიდი მუდმივად გვაჩვენებდა დაცვისა და რეგულარობის ტიპიურ ნიშნებს. მისი, როგორც ფეხბურთელის, დამახასიათებელი ნიშნები "ბარსას" ყველა იმდროინდელი მწვრთნელის თვალთა ხედვის არეში მოხვდა. შესაბამისად, გრასია სეზონში საშუალოდ 50 მატჩს ატარებდა.

ის ბარსას დაცვითი ხაზის ძვრირფასი ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ზიგფრიდი მოედანზე არაფერ განსაკუთრებულს არ აკეთებდა, მის მოედანზე ყოფნას გუნდისთვის სამკვდრო–სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ის იყო კლუბის ნამდვილი ფეხბურთელი.

ზიგრფიდ გრასია ყველას უყვარდა და მას ყველა პატივს სცემდა. ის "ბარსას" ისტორიაში შევიდა როგორც ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ, ვინაიდან გრასია ყველა თამაშში 100%–ით იხარჯებოდა და მისი გარჯა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩენილა.


ტიტულები

ესპანეთის ჩემპიონატი – 1952–53, 1958–59, 1959–60

უეფას თასი – 1957–58, 1959–60, 1965–66

ესპანეთის თასი – 1952–53, 1956–57, 1958,–59, 1962–63

ევა დუარტეს თასი – 1953


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.