სამუელ ეტო’ო


სეზონი კლუბში: 2004-2009
თამაში
: 232
გოლი
: 152

 

სამუელ ეტო’ო "ბარსელონას” ისტორიაში შესულია როგორც "დაუოკებელი ლომი”, რომელიც არასდროს ნებდება. 5 წლის განმავლობაში ის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირი იყო და ყველა ტიტულის მოგებაში ლომის წვლილი აქვს შეტანილი თავისი ბრწყინვალე გოლებით.
მან ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში ითამაშა, პარიზსა და რომში. აქედან ორივე მოიგო და ორივე მატჩში გოლი გაიტანა.
ეტო’ო (ნიკონი, კამერუნი, 1981 წელი) გადმოვიდა "ბარსაში” 2004 წელს, "მალიორკადან”, მადრიდის "რეალის” წინააღმდეგ ხანგრძლივი "ომის” შემდეგ. მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რაც გამოჩნდა, რომ "ბარსამ” გონივრული გადაწყვეტილება მიიღო მისი შეძენით, რადგან კამერუნელი მოწინააღმდეგე მეკარეების კოშმრად იქცა. ეტო’ო ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და იყო ის ფეხბურთელი, რომლისთვისაც გოლების გატანა მის სისხლში მჩქეფარე ხელოვნება იყო.
ისეთი ფეხბურთელების საგოლე პასების წყალობით, როგორებიც არიან: დეკუ, რონალდინიო, ჩავი, ინიესტა და მესი, აფრიკელმა 152 გოლი გაიტანა 232 მატჩში. მისი 108 გატანილი გოლის წყალობით 144 ლა ლიგის მატჩში, ეტო’ოს კლუბის ისტორიაში მესამე ადგილი უჭირავს ბომბარდირებს შორის, მას მხოლოდ კუბალა და სეზარი უსწრებენ.
199 ოფიციალურ მატჩში, სამუელმა 130 გოლი გაიტანა და კვლავ მესამე ადგილი დაიკიავა რივალდოსთან ერთად, კლუბის ისტორიაში, ბომბარდირებს შორის. მას აქაც კუბალა და სეზარი უსწრებენ. ეტო’ო ორჯერ იყო ლა ლიგის ბომბარდირი, 2004/05 წლების სეზონში 25 გოლით და 2005/06 წლების სეზონში 26-ით.

 

ტიტულები:

ჩემპიონთა ლიგა – 2005/06, 2008/09

ესპანეთის ჩემპიონატი – 2004/05, 2005/06, 2008/09

ესპანეთის თასი – 2008/09

ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07

კატალონიის თასი – 2004/05, 2006/07


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.