დენის სუარესი


დენის სუარესი

დენის სუარესი 1994 წლის 6 იანვარს სალკედა დე კასელასში (პონტევედრა) დაიბადა. იგი "ფურია როხას" ფერებს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში იცავდა. დენისი ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნათელ მომავლად იყო მიჩნეული. ესპანელმა კარიერა ვიგოს "სელტაში" დაიწყო, 17 წლის ასაკში კი გადაწყვიტა ინგლისში გადასულიყო, მან "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. მანამ, სანამ დენისი "ქალაქელების" პირველ გუნდში დებიუტს გამართავდა, ითამაშა ახალგაზრდულ, U19 და U21 გუნდებში.

მისმა ბრწყინვალე არაერთმა გამოსვლამ კატალონიის "ბარსელონას" ყურადღებაც მიიქცია და 2013 წელს დენისი ესპანეთში დაბრუნდა, იგი "ბლაუგრანას" დუბლებში გამოდიოდა. ამ გუნდში გატარებულ ერთადერთ სეზონში მან 36 შეხვედრა ჩაატარა, ანგარიშზე კი 7 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა მიიწერა. მიუხედავად მისი შთამბეჭდავი თამაშისა, კატალონიელთა ხელმძღანელობამ გადაწყვიტა დენისი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში გადაეყვანა და 2014/2015 წლების სეზონში "სევილიაში" გაანათხოვრა, ამან კი ივან რაკიტიჩის "კამპ ნოუზე" ტრანსფერს შეუწყო ხელი.

ანდალუსიაში გატარებული სეზონის შემდეგ, 2015 წლის ზაფხულში, დენის სუარესი "ვილიარეალში" გადაბარგდა, სადაც 4-წლიან კოტრაქტს მოაწერა ხელი. "ბარსელონამ" ფეხურთელის გაყიდვის შემდეგ მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. "ყვითელ წყალქვეშა ნავშო" გატარებული ძალიან მაგარი სეზონის შემდეგ კატალონიელებმა დენისი დაბრუნება გადაწყვიტეს, რაც მათ 3,25 მილიონი ევრო დაუჯდათ. სუარესი "ბარსელონას" ფეხბურთელად 2016 წლის 6 ივლისს "კამპ ნოუზე" წარადგინეს.

თვისებები

დენის სუარესი მარჯვენა ფეხით უკეთ თამაშობს და მარცხენა ფლანგზე თავს ყველაზე კომორტულად გრძნობს. იგი ტექნიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მას მეტოქის მოტყუებაზე წასვლა უყვარს. ის თამაშობს როგორც ნახევარმცველის, ისე გარემარბის პოზიციაზეც. დენისი არის სწრაფი და მოძრავი მოთამაშე, ასევე გამოირჩევა ბურთის ბრწყინვალე კონტროლით. მისმა სტაბილურობამ და ახალგაზრდულმა ასაკმა იგი აწმყოსა და მომავლის ტალანტად წარმოგვიდგინა.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2017/18

ესპანეთის თასი (2): 2016/17, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი (2): 2016/17, 2018/19

სევილია

ევროპის ლიგა: 2014/15

მანჩესტერ სიტი

პრემერ ლიგა: 2011/12

ინგლისის ასოციაციის თასი: 2011/12

ესპანეთის ნაკრები

ევროპის ჩემპიონატი U19: 2012


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.