ლუკა დინი


ლუკა დინი

ლუკა დინი საფრანგეთის ქალაქ მოში დაიბადა. ფრანგი მცველი "ბარსელონას" 2016/2017 წლების სეზონში, დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად შეუერთდა. დინი ფრანგული კლუბი "ლილის" აღზრდილია. ის 2013 წელს "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა, სადაც "რომაში" 2015/2016 წლების სეზონში იჯარით წასვლამდე 2 წელი დაჰყო. ფრაგი მცველი რომაული კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

მისი ახალგაზდული ასაკის მიუხედავად, ლუკა დინი "ბარსელონაში" საკმაოდ გამოცდილი მოვიდა და საფეხბურთო სამყაროს თავისი თავი უკვე დაამახსოვრა. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო ბრაზილიაში გამართულ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და სამშობლოში გამართულ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე. გარდა ამისა, მას ნათამაშები აქვს ყელა ასაკობრივ ნაკრებში. 2013 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა საფრანგეთის U20 გუნდთან ერთად.

2016 წლის 13 ივლისს "ბარსელონამ" მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, მომდევნო დღეს კი იგი "კამპ ნოუზე" გულშემატკივრისა და მედიის წინაშე წარსდგა, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ დღეს დაემთხვა.

თვისებები

ლუკა დინი არის განაპირა მცველი, რომელიც გამოირჩევა სწრაფი სათამაშო ტემპით და ჩაწოდების შესანიშნავი უნარით. ის ასევე ძალიან კარგად ერთვება შეტევებშიც, ცნობილია დაცვითი შესაძლებლობებით და კარგი და დროული ვარდნებით. იტალიაში გატარებულ ერთ სეზონში, წარმატებული ვარდნების მიხედვით, იგი სერია ა-ს საუკეთესო მცველი გახდა.

ტიტულები

ბარსელონა

ესპანეთის თასი: 2016/17

ესპანეთის სუპერ თასი: 2016/17

პარი სენ-ჟერმენი

საფრანგეთის ჩემპიონატი (2): 2013/14, 2014/15

საფრანგეთის თასი: 214/15

საფრანგეთის ნაკრები

მსოფლიო 20-წლამდელთა ჩემპიონატი: 2013


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.