ჟერარ დეულოფეუ


ჟერარ დეულოფეუ

ჟერარ დეულოფეუ 1994 წლის 13 მარტს დაიბადა და "ბარსაში" მხოლოდ 9 წლის ასაკში მოვიდა. გარემარბმა კატალონიის ქალაქ ჟირონადან, თითქმის ყველა ასაკობრივ დონეზე ითამაშა და ახალგაზრდათა შორის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი გახდა. მისმა პროგრესმა "ბარსა ბ"-ში დებიუტი გამოიწვია, რომელიც 2011/12 სეზონში შედგა. პირველ გუნდში დეულოფეუს დებიუტი სულ რაღაც 17 წლის ასაკში, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის დროს შედგა. პრიმერაში პირველი მატჩი მან "მალიორკას" წინააღმდეგ ჩაატარა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მისი პირველი შეხვედრა ბორისოვის ბატე-ს წინააღმდეგ შედგა.

მომდევნო პრესეზონი დეულოფეუმ პირველ გუნდთან ერთად გაატარა, ვიდრე სეზონის დაწყებამდე სარეზერვო გუნდში დაბრუნდებოდა, სადაც მან 33 მატჩში 18 გოლი გაიტანა, მეორე დივიზიონში. საერთაშორისო დონეზე, მან 2012 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

"ბარსასა" და ესპანეთის ნაკრებში ჟერარ დეულოფეუს ასპარეზობამ "ევერტონის" ყურადღება მიიქცია და არენდით ინგლისურ კლუბში გადავიდა. "ევერტონის" მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში გატანილი 4 გოლის შემდეგ, ვინგერი 2014 წლის ზაფხულში ესპანეთში დაბრუნდა, კარიერა იჯარით "სევილიაში" გააგრძელა, რომელთან ერთადაც ევროპის ლიგის ტიტული მოიგო.

2015/16 სეზონში დეულოფეუ "ევერტონმა" შეიძინა, 2016/17 სეზონის მეორე ნახევარი კი მან "მილანში" გაატარა. სერია A-ს 17 შეხვედრაში მან 4 გოლი გაიტანა. 2017 წლის 30 ივნისს, "ბარსელონამ" განაცხადა, რომ "ევერტონიდან" ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებდა.

თვისებები

დეულოფეუ უნივერსალური გარემარბია, რომელსაც ორივე მხარეს თამაში შეუძლია, თავისი ტემპითა და უნარით, მოატყუოს მცველები. ის მაღალი დონის მოთამაშე და შესანიშნავი დრიბლიორია, რომელსაც დაცვის გარღვევა ადვილად შეუძლია.

ტიტულები

გუნდური

სევილია

ევროპის ლიგა: 2014/15

ესპანეთის ნაკრები

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: 2012

ინდივიდუალური

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე: 2012


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.