აიტორ ბეგირისტაინი


სეზონი კლუბში: 1988-1995

თამაში: 419

გოლი: 121

 

აიტორ ბეგერისტიანი (ოლაბერია, 1964), ან უბრალოდ "ჩიკი”, როგორც ისაა ცნობილი, "ოცნების გუნდის” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო.
"რეალ სოსიედადიდან” გადმოსული, ბაკეროსა და ლოპეს რეკარტესთან ერთად, ჩიკი მრავალმხრივი ფეხბურთელი იყო, თამაშობდა თავდამსხმელების უკან, ისევე როგორც ფლანგებზე, თუმცა მისი საყვარელი პოზიცია მაინც მარცხენა ფლანგი იყო.
ბეგერისტიანი კლასიკუარად გონებამახვილი ფეხბურთელი იყო, რომელსაც შეეძლო საოცარი შესაძლებლობების წარმოჩენა და არ გვაკლებდა ფანტასტიკურ სანახაობებს. ის "ერთი-ერთზე”-ს დაბოლოების სრულყოფილი ოსტატი იყო და თავის მოძრაობებს ხშირად ზუსტი პასებით, ან ძლიერი დარტყმებით ასრულებდა. კრუიფისთვის რთულ მატჩებში გამოსავლის პოვნის საშუალება შემდეგი იყო: იგი ეუბნებოდა თავის შეგირდებს – "მიიტანეთ ბურთი ჩიკიმდე”. აიტორი ასევე ძალიან თავმდაბალი ფეხბურთელი იყო, რისი მეშვეობითაც ფანებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
2003 წლიდან ჩიკი ბეგერისტიანი "ბარსელონას” ტექნიკური დირექტორია.

ტიტულები

ჩემპიონთა ლიგა – 1991/92
თასების მფლობელთა თასი – 1988/89
ევროპის სუპერ თასი – 1992
ესპანეთის ჩემპიონატი – 1990/91, 91/92, 92/93, 93/94
ესპანეთის თასი – 1989/90
ესპანეთის თასი – 1991, 1992, 1994
კატალონიის თასი – 1990/91, 92/93


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.