გილერმო ამორი


სეზონი კლუბში: 1988-1998

თამაში: 550

გოლი: 89

 

ამორი (ბენიდრომი, ალიკანტე, 1967) "ბარსას” მთელ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა "ბარსას” მაისურით მიგელისა და რექსაჩის შემდეგ.
ის 1980 წლიდან "ლა მასიაზე” იზრდებოდა, ხოლო 1982 წლის 23 სექტემბერს, "მინიესტადის ინაუგურაციის დღეს, მისი პირველი დებიუტი შედგა: ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, იმ მატჩში მარადონა შეცვალა.
ის ერთ-ერთი იმ საუკეთესო ფეხბურთელთაგანია, რომელიც საუკეთესოდ ახდენს "ბარსას” ახალგაზრდული სისტემის სიმბოლიზებას და მისი პირველ გუნდში დაწინაურებაც "ოცნების გუნდის” შექმნის დროს მოხდა. ის ცენტრალური ნახევარმცველი იყო, რომელიც სოლიდური და ეფექტური გამოსვლებით გამოირჩეოდა. გუილერმო უდავიდ იყო "ბარსას” აღზრდილი ფეხბურთელებისთვის სამაგალითო, რომელიც 100% თავდადებული იყო "ბარსასთვის”.
2003-დან 2007 წლამდე, ის ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანი იყო, რომელიც "ბარსას” ახალგაზრდული სისტემის ფეხბურთს განაგებდა.

 

ტიტულები

ჩემპიონთა ლიგა – 1991/92
ევროპის სუპერ თასი – 1992, 1997
თასების მფლობელთა თასი – 1988/89, 1996/97
ესპანეთის ჩემპიონატი – 1990/91, 91/92, 92/93, 93/94, 97/98
ესპანეთის თასი – 1989/90, 96/97, 97/98
ესპანეთის სუპერ თასი – 1991, 1992, 1994, 1996
კატალონიის თასი – 1990/91, 92/93


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.