ჟორდი ალბა


ჟორდი ალბა

ჟორდი ალბა "ბარსელონამ" 2012 წლის 5 ივლისს გაიფორმა, მას შემდეგ, რაც "ვალენსიასთან" შეთანხმება წარმატებით შედგა. 23 წლის ესპანელი 2012/13 წლების სეზონის პირველი ტრანსფერია.

ჟორდი ალბა 10 წლის გახლდათ, როცა "ბარსელონას" ახალგაზრდულ აკადემიაში ჩაირიცხა. იგი სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში თამაშობდა ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან ბოიან კრკიჩი, ფრან მერიდა და დოს სანტოსი.

ალბამ 2007 წელს დატოვა "ბარსელონა" და "კორნელიას" შეუერთდა. მას შემდეგ, რაც მან ერთი სეზონი დაჰყო აღნიშნულ გუნდში, "ვალენსიას" მიაშურა. "ღამურებმა" ჟორდი 6.000 ევროდ გაიფორმეს. "ვალენსიას" მეორე გუნდთან ერთად მან "სეგუნდა დივიზიონ ბ" მოიგო და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის ყურადღბაც მიიქცია.

2008/09 წლებში იგი გაანათხოვრეს "ხიმნასტიკში", სადაც 30 მატჩი ჩაატარა სეგუნდაში და შემდეგ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაეშურა ეგვიპტეში. იქიდან დაბრუნებული კი "ვალენსიას" მთავარ გუნდში მოხვდა.

მას დებიუტი 2009 წლის 13 სექტემბერს ჰქონდა "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ მატჩში და მას შემდეგ შეძლო 108 შეხვედრის ჩატარება "ღამურათა" რიგებში, მათ შორის 48 ბოლო სეზონში.

ჟორდი ალბა "ბარსელონაში" 2012 წლის 5 ივლისს დაბრუნდა. მისი დებიუტი 19 აგვისტოს, ლა ლიგაში, "სოსიედადთან' გამართულ შეხვედრაში შედგა, რომელიც კატალონიელებმა 5:1 მოიგეს.

პირველივე სეზონში ალბამ 44 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი, ლა ლიგა რეკორდული 100 ქულით მოიგო.

2013/14 წლების სეზონში, არაერთი ტრავმის გამო, ალბა მოედანზე მხოლოდ 26-ჯერ ვიხილეთ. 3-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, ის მოედანს "კარტახენასთან" გამართულ სათასო მატჩში დაუბრუნდა, მაგრამ მალევე ფეხბურთელმა კვლავ ლაზარეთს მიაშურა.

თავის მე-3 სეზონში ალბას, "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით, 100 თამაში ჰქონდა ჩატარებული. ამ ნიშნულს მან 2015 წლის 28 თებერვალს, "გრანადასთან" სტუმრად გამართულ შეხვედარში მიაღწია. ლა ლიგის იმ გათამაშებაში მან 27-ჯერ ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაზე - 11-ჯერ, ხოლო ესპანეთის თასზე - 5-ჯერ. კატალონიელმა მცველმა თავი 2 გოლით გამოიჩინა. 2015 წლის 8 ივნისს კი, მან კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

საკლუბო დონეზე წარმატებულმა თამაშმა ალბას გზა ნაკრებისკენ გაუხსნა. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი ვისენტე დელ ბოსკეს მწვრთნელობის დროს, 2011 წლის ოქტომბერში შედგა. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ალბა ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. მომდევნო წელს მან კონფედერაციის თასზე ითამაშა, 2014 წელს კი - მსოფლიოს ჩემპიონატზე.

თვისებები

ალბა ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. იგი ხშირად იყენებს თავის სისწრაფეს და ფორვარდებს შეტევის განვითარებაში ეხმარება. ჟორდი უნივერსალია და შეუძლია უამრავ პოზიციაზე თამაში, მათ შორის ფლანგის შემტევადაც. იგი ცაციაა და შესანიშნავად აკონტროლებს ბურთს მაცხენა ფეხით. ჟორდი ალბა თავის სისწრაფეს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში იყენებს.

ტიტულები

გუნდური

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი (4): 2012/13, 2014/15, 2015/16, 2017/18

ესპანეთის თასი (4): 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18

ესპანეთის სუპერ თასი (3): 2013/14, 2016/17, 2018/19

ჩემპიონთა ლიგა: 2014/15

ევროპის სუპერ თასი: 2015/16

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16

ესპანეთის ნაკრები

ევროპის ჩემპიონატი: 2012

ინდივიდუალური

ევრო 2012-ის სიმბოლური ნაკრების წევრ


საიტთან დაკავშირებით კითხვის გაჩენის, ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.