22 შესაძლო მეტოქე

  • 25-08-2011, 19:08
  • 22 შესაძლო მეტოქე

    "უეფას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყის დაწყებამდე  1 საათზე ნაკლები დარჩა. მანამ კი გაგაცნობთ შერჩევითობის პრინციპს და იმ შესაძლო გუნდებს, რომლებიც "ბარსელონას" მეტოქეებად მოიაზრებიან.

     

     მაშ ასე! ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდია განთესილი. გუნდები 4 სხვადასხვა კალათაში არიან განთესილები სიძლიერის მიხედვით. თითო კალათაში 8 გუნდია.

     

    კალათა 1: "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "ბაიერნი", "არსენალი", "რეალი", "პორტო", "ინტერი"

     

    კალათა 2: "მილანი", "ლიონი", "შახტარი", "ვალენსია", "ვილიარეალი", "ცსკა", "მარსელი", "ბენფიკა"

     

    კალათა 3: "მანჩესტერ სიტი", "ზენიტი", "აიაქსი", "ლევერკუზენი", "ოლიმპიაკოსი", "ლილი",  "ბაზელი", "ბატე ბორისოვი"

     

    კალათა 4: "დორტმუნდი", "ნაპოლი", "დინამო ზაგრები", "აპოელი", "რასინგ გენკი", "ოტელულ გალატი", "ვიქტორია პილსენი", "ტრაბზონსპორი".

     

    წესების მიხედვით "ბარსელონა" ჯგუფურ ეტაპზე ვერ დაუპირისპირდება იმ გუნდებს, რომლებიც კალათა 1–ში არიან განთესილები. ასევე იმ გუნდებს, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილეობენ ("რეალი", "ვალენსია", "ვილიარეალი"). დარჩენილი თითო კალათიდან "ბარსელონას" ერთ–ერთი გუნდი შეხვდება.

     

    32 გუნდში 11 ქვეყნის ჩემპიონია, ხოლო 5 ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი.

     

    კენჭისყრის დროს გამოვლინდება გასულისეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელიც, სადაც ნომინირებულები არიან მესი, ჩავი და კრიშტიანუ რონალდუ.

    თეგები: მესი

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.