სესკი: "ჩემი საუკეთესო წლები ახლა იწყება"

  • 20-08-2011, 16:48
  • სესკი: "ჩემი საუკეთესო წლები ახლა იწყება"


    კატალონიური "ბარსელონას" ახალწვეულმა სესკ ფაბრეგასმა "ბარსა ტვ-ს" პირველი ოფიციალური ინტერვიუ მისცა.

     

    ინტერვიუ მისი სანტრანსფერო საგით დაიწყო, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ორივე კლუბუსთვის საკმაოდ მომქანცველიც გახლდათ. "ნაწილობრივ ჩემი წამოსვლა ჩემი ბრალი იყო. არა იმიტომ, რომ მქონდა ბევრი ოცნება ან იმიტომ, რომ ბავშვობაში "ბარსელონაში" მინდოდა თამაში. ინგლისი დავტოვე იმიტომ, რომ მინდა ვიყო ისეთი ბედნიერი როგორიც ჩემი პრეზენტაციის დღეს ვიყავი." 2003 წელს მისი წასვლის მიზეზი კი იყო ის, რომ "მე ვერ ვხედავდი ჩემს რეალურ შანსს, რომელიც საშუალებას მომცემდა პირველ გუნდში მეთამაშა, ამასთან ხავი ახალგაზრდა იყო, თამაშობდნენ ანდრესი და ის ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მე მჯობნიდნენ. პირველივე შემოთავაზება არასერიოზულად მივიღე. ყველაფერს მაშინ მივხვდი, როდესაც არსენ ვენგერმა შვებულება იმისთვის გამოიყენა, რომ ჩემი თამაშის სანახავად ჩამოსულიყო."

     

    "ბარსელონასთან" 8 წლიანი განშორებისას ფაბრეგასმა აღნიშნა, რომ " ყველაზე ადვილი "არსენალში" დარჩენა იყო. მე ვიყავი კაპიტანი ვთამაშობდი ყველა მატჩს, ვთამაშობდით ჩემპიონთა ლიგაზე, ვიბრძოდით ტიტულებისთვის, მაგრამ დარჩენა უფრო ადვილია, როცა შენ ახალგაზრდა ხარ. მე ახალი გამოწვევა, ახალი მიზნები მჭირდება. მე მინდა განსაკუთრებული მოტივაცია, რომ ჩემი თავი ვაჩვენო."

     

     

     



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.