"სპორტინგმა" ჟეფრენი წარადგინა

"სპორტინგმა" ჟეფრენი წარადგინა


"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, 23 წლის ჟეფრენ სუარესი ლისაბონის "სპორტინგში" გადავიდა.

ჟეფრენმა პორტუგალიურ კლუბთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "ბარსელონამ" ფეხბურთელში 3.7 მილიონი ევრო მიიღო. თავდაპირველად ვრცელდებოდა, რომ ესპანელის სანაცვლოდ კატალონიური კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებდა. სუარესის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში ფეხბურთელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 13 მატჩი გამართა და ერთი გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.