გვარდიოლა: "ახალი ნახევარმცველია საჭირო"

გვარდიოლა: "ახალი ნახევარმცველია საჭირო"

 "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი კლუბი გაძლიერებას საჭიროებს. პეპის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია შეტევის ხაზის გაძლიერება.

 

 უდავოდ, მთავარი თემა ამა თუ იმ ფეხბურთელის კატალონიურ კლუბში ტრანსფერი იყო. გვარდიოლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ალექსის სანჩესის საკითხი. მწვრთნელი მოუთმენლად ელოდება ჩილელის ტრანფერს. მისი თქმით, სანჩესი "ბარსელონას" წინა ხაზის გაძლიერების მთავარი ფავორიტია.

 

 "ალექსისი "ბარსასთვის" საუკეთესო ვარიანტია. ის მრავალფეროვან ფეხბურთს თამაშობს და როგორც მე მითხრეს, პიროვნულადაც დადებითი ადამიანია. ეს ფეხბურთელი ჩვენი კლუბის პარამეტრებში ყველაზე კარგად ჯდება. თუმცა საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სასურველი ფეხბურთელის ყიდვა ხშირად ჭირს." - განაცხადა პეპმა პრესკონფერენციაზე

 

 ამავე პრესკონფერენციაზე ანდონი ზუბისარეტამ განაცხადა: "ჩილელის ტრანსფერი კულმინაციას უახლოვდება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვჯერა, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება. მალე სანჩესს "ბარსელონაში" ვიხილავთ."

 

 გვარდიოლამ ასევე დაამატა, რომ ახალი თავდამსხმელის გარდა მის გუნდს სასიკეთოდ წაადგებოდა კიდევ ერთი მაღალი დონის ნახევამცველი: "გუნდში ახალი ნახევარმცველი დიდ სამსახურს გაგვიწევს გრძელი და დამქანცველი სეზონის განმავლობაში. ფინანსური რესურსები გავქვს და მათ გამოყენებაც თავისუფლად შეგვიძლია."

 

 თავის მხრივ, ზუბისარეტამაც აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით კლუბი მზად არის ორი მაღალი კლასის ფეხბურთელის შესაძენად. დასასრულს პეპმა განაცხადა, რომ "ბარსელონა" ყველაფერს გააკეთებს სანჩესისა და სესკის გადმოსაბირებლად.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.