ნუთუ "ბარსა" დანაშაულს ჩაიდენს "რეალის" წინაშე?!

ნუთუ "ბარსა" დანაშაულს ჩაიდენს "რეალის" წინაშე?!

კატალონიელები მადრიდელებს "გემრიელ"  და "ტკბილ" სიურპრიზს უმზადებენ. "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი მზად არის  "დანაშაული"  ჩაიდინოს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ.

ლაპარაკია კვლავ ნეიმარ ჯუნიორზე. კატალონიელები აპირებენ  "სანტოსს" გადააფიქრებინონ ნეიმარის  "რეალში" გაყიდვა. კულეები აპირებენ, რომ  მადრიდელებს ხელიდან ააცალონ ახალგაზრდა  ტალანტი და ისინი ხახამშრალნი დატოვონ. 

ესპანური პრესა გვამცნობს, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა  შეათანხმა პირადი პირობები  "ბლანკოსთან", მაგრამ "კოპა ამერიკის" დასრულებამდე გარიგება არ შედგება, ამიტომაც "ბარსას" შეუძლია სიტუაცია 180 გრადუსით შემოატრიალოს.

პრესამ დაადასტურა, სანდრო როსელი შესთავაზებს "სანტოსს" დაღი დაასვას  "რეალთან" მოლაპარაკებას და ნეიმარი  კატალონიაში  გაუშვას. ბრაზილიურ კლუბს სურს, რომ საკლუბო მუნდიალზე თავიანთი ლიდერით წარდგეს. მსოფლიოს ნომერ პირველი კლუბი ამაზეც თანახმაა და მზადაა "ფარშევანგი"  მომავალ წელს შეიძინოს. 

"ლურჯ–ბროწეულისფრებს" გადაწყვეტილი აქვთ  "რეალზე" 5 მილიონი ევროთი მეტი გადაიხადოს ამომავალ ვარსკვლავში. მათი აზრით, ნეიმარი  50 ( !!! ) მილიონი ევრო ღირს. გარდა ამის, როსელს გადაწყვეტილი აქვს ნეიმარს ხელფასის სახით დაუნიშნონს იმდენი, რამდენსაც "რეალი" აპირებდა. ასევე სანდრო აპირებს შესთავაზოს მომავალ სუპერვარსკვლავს სასპონსორო კონტრაქტი. "ბარსას"  შანსები იზრდება.

ამავე წყაროს ცნობით, წელს სანდროს გადაწყვეტილი აქვს   ალექსის სანჩესისა და სესკ ფაბრეგასის ყიდვა.
 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.