"ბენფიკა" ჯონათან სორიანოთი ინტერესდება

"ბენფიკა" ჯონათან სორიანოთი ინტერესდება

კატალონიური "ბარსელონას" ბ გუნდის ფეხბურთელი, ჯონათან სორიანო აგრძელებს სხვადასხვა მიმზიდველი წინადადების მიღებას.

ერთ-ერთი   ბოლო შემოთავაზება მან  პორტუგალიური  "ბენფიკადან" მიიღო, მაგრამ  "ბარსას" მოთხოვნილი თანხის  გამო  პორტუგალიელებმა უკან დაიხიეს.

კატალონიელებს სეგუნდა დივიზიონის ბომბარდირის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო სურთ, რაც დამეთანხმებით ბევრი ნამდვილად არ არის. სორიანომ  თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ ღირსია მასში 3 მილიონი და უფრო მეტიც გადაიხადონ. მიუხედავად ამისა, დასახელებულმა თანხამ  ბევრ კლუბს უკან დაახევინა. ყველაზე ახლოს თავდამსხმელის შეძენასთან  "ზალცბურგი" იყო, მარამ გუშინწინ  მათ უარი განაცხადეს ტრანსფერის განხორციელებაზე.

თავად ფეხბურთელმა კი განაცხადა: "ალბათ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ ჩემი ბედი მალე გადაწყდება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.