ლიონელ ენგუენე

ლიონელ ენგუენე

ენგუენეს ისტორია, როგორც ფეხბურთელის,დაიწყო კამერუნის დედაქალაქ ბერტუას ვიწრო ქუჩებში.მამამისი გადაწყვეტილი არ ჰქონდა მიეყვანა თუ არა თავისი შვილი საფეხბურთო სკოლა "ეფფეფაში".ეს სკოლა გახდა ენგუენეს პირველი საფეხბურთო სკოლა.ენგუენე დიდი მონდომებით ვარჯიშობდა.ნაყოფიერ ვარჯიშებს ტყუილად არ ჩაუვლია და ერთი წლის შემდეგ ის მიიღეს "სამუელ ეტო'ოს ფონდში".ოთხი თვის შემდეგ მან მონაწლეობა მიიღო ტურნირ "Campeonato Alevin de Futbol"-ზე სადაც მისი ყურადღება მიიქციეს "ბარსას" სკაუტებმა. უნდა ვუმადლოდეთ ამ ტურნირს, რომ ენგუენე მოვიდა ლა მასიაში .უფრო ადრე სწორედ ასე მოვიდნენ გაელ ეტოკი და ერმან ელია  (Juvenil A).

 

ენგუენე დაიბადა 1996 წლის 7 იანვარს. "ბარსას" კანტერაში მოხვედრისთანავე მან გაიბრწყინა ფილიალ Cadete B–ში, გაიმარჯვა ჩემპიონატში და გაიტანა 13 გოლი. ამასთან ერთად ის მოგვევლინა გუნდის კაპიტნად. ასეთმა წარმატებემა მას საშუალება მისცა Cadete A–ში დებიუტი გოლით აღენიშნა.

 

წარმოვიდგინოთ, რომ ენგუენე გვარდიოლას მიმდინარე გუნდშია. მას შეუძლია ითამაშოს ჩავის ან ინიესტას პოზიციაზე.მისი თამაში სტილი ახლოს არის ტიაგოს სტილთან. ლიონელი ფიზიკური მონაცემებით შესამჩნევად გამოირჩევა თანატოლებისგან. აღსანიშნავი ისიც, რომ მან დაცვის მიხმარებაც დროულად იცის და შეტევის დაწყებაც. ამასთან ერთად კამერუნელი გამოირჩევა გატანილი გოლებითაც.

 

კლუბში გატარებული დროის განმავლობაში მან გაიჩინა უამრავი მეგობარი. ის იშვიათად ნახულობს მშობლებს, რომლებიც შორს,კამერუნში ცხოვრობენ. მამის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა თავდაჯერებულობას მატებს,ეხმარება დღითიდღე პროგრესირებაშ. მიუხედავად იმისა, რომ მას ისევე, როგორც მესის, ჰქვია ლიონელი, სათამაშო სტილით მაინც "ჩავიესტას" ჰგავს. მისი ოცნებაა ერთ დღეს "ბარსელონას" ძირითად გუნდში ითამაშოს.

 

 

                                                                                ვიდეო ენგუენეზე

 

                                     

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.