ახალგაზრდა "ბლაუგრანელები" მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებენ

ახალგაზრდა "ბლაუგრანელები" მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებენ

 

ხულენ ლოპეტეგის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას შაბათიდან იწყებენ. მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 29 ივლისს იღებს, ხოლო მისი ფინალი 20 აგვისტოს გაიმართება. ლოპეტეგის განაცხადში ექვსი ბლაუგრანელი ფეხბურთელი მოხვდა...

 

ესპანეთის 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებას შაბათიდან დაიწყებს. ამ გუნდში ექვსი კატალონიის "ბარსელონას" წევრია. მარკ მუნიესა, მარკ ბარტრა, მარტინ მონტოია, ორიოლ რომეუ, სერხიო რობერტო და კრისტიან ტელიო მსოფლიოს "დაპყრობას" შეეცდებიან.

 

ესპანეთი "C ჯგუფში" კოსტა რიკასთან, ეკვადორთან და ავსტრალიასთან ერთად მოხვდა. ჯგუფურ შეხვედრებს ესპანელები შესაბამისად 31 ივლისს, 3 აგვისტოსა და 6 აგვისტოს გამართავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.