ვალდესი მოუთმენლად ელოდება დაწყებას

ვალდესი მოუთმენლად ელოდება დაწყებას

ვიქტორ ვალდესმა თავისი ახალი საიტის პრეზენტაციაზე აღიარა,რომ იგი მოუთმენლად ელოდება სამუშაოს დაწყება. ამასთან დაკავშირებით მან გაგვიზიარა თავისი გრძნობები.

 

"მე მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას. ჩვენ გვაქვს ახალი მიზნები და მოგვიწევს ბევრი ტიტულის დაცვა.

 

ასევე ვიქტორმა გაიხსენა კლასიკოების სერია განვლილ სეზონში."ბარსას" პირველი ოფიციალური ორთაბრძოლა ესპანეთის სუპერთასზე სწორედ მადრიდის "რეალთან" აქვს."ეს ძალიან დაძაბული თვე იყო, მაგრამ ეს კლასიკოა. ეს მატჩები არ შეიძლება ჩატარდეს მშვიდად" - თქვა ვალდესმა.

 

                                                                                 შექება სესკს და ალექსისს

მეკარემ აღიარა, რომ ტრანსფერების შესახე არანაირ საქმის კურშში არ არის,მაგრამ მან აზრი გამოთქვა ორი ფეხბურთელის შესახებ,რომელთა სახელებსაც ყველაზე მეტად უკავშირებენ "ბარსას" ამ ბოლო დროს. აი მისი სიტყვები სესკ ფაბრეგასზე:"ვფიქრობ მისი სურვილი დაბრუნებაა. დარწმუნებული ვარ, რომ მასა არანაირი პრობლემა არ ექნება ადაპდაციისა".

 

ასევე მან შეაქო ჩილელი ალექსის სანჩესი:"მან მე ძალიან გამაოცა განვლილ მუნდიალზე. ის კარგი ფეხბურთელია,ძალიან სწრაფი.მისი მთავარი ღირსება დიდებული წონასწორობაა. ის ძალიან  ღირებული თავდამსხმელია".

 

                                                                                 მხარდაჭერა ბოიანს და მესის

ბოიანის შესაძლო წასვლაზე ვალდესმა უპასუხა:"თუ დამტკიცდება მისი წასვლა მე დავკარგავ მეგობარს. ერთადერთს, რასაც მას ვუსურვებ არის, რომ იყოს კარგად და  მისი საქმეებიც წარმატებით მიდიოდეს". ასევე მან გამოთქვა აზრი ლეო მესის პროგრესი "კოპა ამერიკაზე":"ყველამ იცის მისი ხარისხი. ის საუკეთესოა მსოფლიოში და ამას ყოველთვის დემონსტრირებს".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.