ინიესტას მაისური "კორნელა ელ პრატზე"

ინიესტას მაისური "კორნელა ელ პრატზე"

  საფეხბურთო კლუბ "ესპანიოლმა" ოფიციალურად გამოფინა "კორნელა ელ პრატის" სტადიონზე ანდრეს ინიესტას მაისური, რომელიც ამ უკანასკნელს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ეცვა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სწორედ "ბარსელონას" ნახევარმცველმა გაიტანა მატჩის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი, რომელიც მან "ესპანიოლის" გარდაცვლილ ფეხბურთელს, დანი ხარკეს მიუძღვნა.

 ანდრეს ინიესტამ კუთვნილი ისტორიული მაისური "ესპანიოლს" 2010 წლის 11 ნოემბერს გადასცა. კლუბმა აღნიშნული მაისური დანი ხარკეს მემორიალურ კედელზე, 21–ე შესასვლელთან გამოფინა (დანი ხარკე "ესპანიოლის" შემადგენლობაში "21" ნომრიანი მაისურით გამოდიოდა). შეგახსენებთ, რომ ფინალში გოლის გატანის შემდეგ ანდრეს ინიესტამ ესპანეთის ნაკრების მაისური გაიხადა და მთელს მსოფლიოს აჩვენა ემოციები, რომელსაც ის დანი ხარკეს მიმართ გამოხატავდა. ესპანეთის ნაკრების მაისურის ქვეშ ინიესტას ეცვა თეთრი მაისური შემდეგი წარწერით: "Dani Jarque siempre con nosotros" (დანი ხარე, შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხარ).

თავის მხრივ კატალონიურმა კლუბმა და მისმა გულშემატკივრებმა უდიდესი პატივისცემა გამოხატეს "ბარსელონას" ნახევარმცველის მიმართ. ერთ–ერთი დერბის დროს, რომელიც 2010 წლის 18 დეკემბერს გაიმართა, "ესპანიოლის" გულშემატკივრებმა ინიესტა მოედნიდან ოვეციებით და ფეხზე დგომით გააცილეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ანდრეს ინიესტა და დანი ხარკე ახლო მეგობრები იყვნენ. ისინი ერთად გამოდიოდნენ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.