აგუერო: "მესი ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო იქნება"

  • 11-06-2011, 08:40
  • აგუერო: "მესი ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო იქნება"

    არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი, სერხიო "კუნ" აგუერო, აცხადებს, რომ თავისი თანამემამულე, ლიონელ ანდრეს მესი, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. იტყობინება გავლენიანი ეპსანური გამოცემა "მარკა".

     

    აგუერომ ხაზი გაუსვა მისსა და მესის ძალიან კარგ ურთიერთობას: "ჩემთვის მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მუდამ ასე იქნება. ამას ყველას ვეუბნები. ბედნიერი ვარ, რადგანაც მის გვერდით ვასპარეზობ ეროვნულ გუნდში. ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ფეხბურთელი უბედნიერესი იქნებოდა, ლეოს გვერდით რომ თამაშობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში (ლა ლიგაში) ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაინც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს მე და ლეოს". დაასრულა არგენტინელმა ფორვარდმა, სერხიო აგუერომ.

    თეგები: მესი

    მსგავსი სიახლეები

    აგუერო: "მესი "ბარსელონას" ერთგულია"
    აგუერო: "მესის ბუცის ჩაცმაც არ შეეძლო"
    აგუერო:" მესი ყოველთვის საუკეთესო იქნება"
    ტურე და აგუერო მესის "სიტიში" იწვევენ
    აგუერო: "მესი რონალდოზე ძლიერია"

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.