დაბადების დღეს გილოცავთ, ხავიერ!

  • 8-06-2011, 11:36
  • დაბადების დღეს გილოცავთ, ხავიერ!

    დღეს ”ბარსელონას” ფეხბურთელის, ხავიერ მასკერანოს დაბადების დღეა. მას 27 წელი შეუსრულდა.

    ხავიერ მასკერანო 1984 წლის 8 ივნისს, არგენტინაში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა 2003 წლიდან იწყება. 2003-2005 წლებში მასკერანო ”რივერ პლეიტის” ღირსებას იცავდა. მოგვიანებით არგენტინელმა კლუბი შეიცვალა და ”კორინთიასის” საკუთრება გახდა (2005-2006). 2006 წელს მან სამხრეთ ამერიკა დატოვა და სათამაშოდ ”ვესტ ჰემ იუნაიტედში” გადაბარგდა, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. 2007-2010 წლებში მასკერანომ ”ლივერპულის” მაისური მოირგო. 2010 წელს კი ის კატალონიის ”ბარსელონას” რიგებში გაწევრიანდა.

    ბარსამანიას სახელით ვულოცავთ ხავიერ მასკერანოს დაბადების დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში!



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.