მარკა: ლუის ენრიკე ”ატლეტიკოში” დაინიშნება

მარკა: ლუის ენრიკე ”ატლეტიკოში” დაინიშნება


მადრიდის ”რეალის” და ”ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ლუის ენრიკე მომავალი სეზონიდან მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელად მოგვევლინება, იტყობინება მარკა.

40 წლის ლუის ენრიკე, რომლის კონტრაქტი ”ბარსა ატლეტიკთან” მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი არ იყო. ”ატლეტიკოს” ხელმძღვანელები ასევე განიხილავდნენ გრეგორიო მანსანოს ვარიანტს.

ამგვარად გადაწყვეტილია, რომ კიკე სანჩეს ფლორესი სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.