აბიდალის ექიმი: ”ერიკის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”

  • 10-05-2011, 12:00
  • აბიდალის ექიმი: ”ერიკის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”

    ექიმმა ჟოზეპ ფუსტერმა, რომელმაც ოპერაცია ჩაუტარა ”ბარსელონას” მცველს, ერიკ აბიდალს, განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, იტყობინება Sport.es.

    შეგახსენებთ, რომ აბიდალს ექიმებმა ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს და ოპერაცია ჩაუტარეს.

    არ მინდა ბევრი საუბარი აბიდალზე, მისი თხოვნის გათვალისწინებით. ეს მისი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ხალხს შეუძლია მშვიდად იყოს ერიკთან დაკავშირებით, ვინაიდან უკვე ყველაფერი კარგადაა. როდესაც ის მოვიდა ჩვენთან და შეგვატყობინა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალის საპასუხო მატჩში, მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ თამაშს აპირებდა, ყველას ძალიან გაგვიხარდა. ჩვენი სიხარული უფრო გაიზარდა მას შემდეგ, როდესაც დავინახეთ, თუ როგორ ხურდებოდა და ემზადებოდა ერიკი მოედანზე შესასვლელად.” - განაცხადა ფუსტერმა.


    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.