მესი ადგილს იმკვიდრებს "ბარსელონას" ისტორიაში

მესი ადგილს იმკვიდრებს "ბარსელონას" ისტორიაში

მოგეხსენებათ, გუშინ "ბარსელონამ" 0:2 დაამარცხა მადრიდის "რეალი". ორივე გოლი ლეო მესის ანგარიშზეა. სწორედ ამ გოლების ყალობით, იგი გახდა კლუბის ისტორიაშ მესამე საუკეთესო ბომბარდირი. გუშინ არგენტინელმა ბიჭუნამ გადაასწრო ლეგენდარულ ხოსეპ სამიტიერს და გადავიდა მესამე პოზიციაზე.

 

ლიონელ ანდრეს მესი აგრძელებს საკუთარი თავის ოქროს ასოებით დამკვიდრებას ს.კ. "ბარსელონას" ისტორიაში. თავისივე გოლის წყალობით, რომელიც გუშინდელ შეხვედრაშ გაუტანა მადრიდის "რეალს", მან გადაუსწრო ხოსეპ სამიტიერს, რომელსაც 179 გოლი ჰქონდა გატანილი ყველა ტურნირში. ლეოს მხოლოდ ლადისლაუ კუბალი ( 194 გოლი) და სესარ როდრიგესი ( 235 გოლი) უსწრებენ.

 

მხოლოდ 7 სეზონი                

 

სეზარის, კუბალის, სამიტიერისა და ალკანტარასგან განსხვავებით, ლიონელ მესის 10 წელზე ნაკლები დასჭირდა ამ შედეგის მისაღწევად. მან მხოლოდ 7 სეზონში მოახერხა გაეტანა 119 გოლი ლა ლიგაში, 36 ჩემპიონთა ლიგაში, 17 სამეფო თასზე, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 5 ესპანეთის სუპერ თასზე.

 

ევროპის ბომბარდირი

 

ლეო მესისთვის ეს სეზონი საუკეთესოა კარიერკის განმავლობაში. მისი გოლები "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამოდგა 51–ე და 52–ე ამ სეზონში, ყველა ტურნირზე. იგი ორივე ჩემპიონატში ლიდერია, სადაც კი "ბარსელონა" ასპარეზობს: ლა ლიგა – 31 გოლი, ჩემპიონთა ლიგა – 11 გოლი. ჩემპიონთა ლიგაზე მისი უახლოესი მდევრები არიან მარიო გომესი და სამუელ ეტო'ო 8–8 გოლით, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორივე ფეხბურთელ გამოეთიშა ჩემპიონატს. ასე რომ, მესი ერთპიროვნული ლიდერია ბომბარდირთა დავისა.

 

აღსანიშნავია ის კურიოზული ფაქტიც, რომ მესიმ პირველად გაიტანა 1/2 ფინალში გოლი და ეს სწორედ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მატჩში მოხდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.