კრუიფი: "მოურინიო–ტიტულების მწვრთნელი და არა ფეხბურთის"

კრუიფი: "მოურინიო–ტიტულების მწვრთნელი და არა ფეხბურთის"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა კიდევ ერთხელ ისაუბრა "რეალის" თავკაცზე, ჟოზე მოურინიოზე. იტყობინება გამოცემა "El Periodico".

 

ცნობილმა "მფრინავმა ჰოლანდიელმა" ხაზი გაუსვა იმას, რომ მოურინიოს ტაქტიკური თამაში ნამდვილად ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას მაყურებეlზე.

 

"მოურინიო არის ტიტულების მწვრთნელი და არა ფეხბურთისა, თუ ვიტყვით, რომ ეს არის არა ფეხბურთი, არამედ სპექტაკლი, რომელიც უბრალოდ უნდა ნახოს ხალხმა. მოურინიოს ტაქტიკას რომ გაემართლებინა "სანტიაგო ბერნაბეუზე", მაშინ თასის ფინალშიც იგივეს გააკეთებდა, ასე, რომ ვნახოთ რომელ ფილოსოფიას აირჩევს. ამიტომაც კატალონელმა ფეხბურთელებმა ბევრად უკეთ უნდა ითამაშონ, ვიდრე მადრიდელებმა". დაასრულა იოჰან კრუიფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.