პუიოლი კოპა დელს რეის ფინალში დაბრუნდება

პუიოლი კოპა დელს რეის ფინალში დაბრუნდება

კარლეს პუიოლი მოქმედებას მომავალ ოთხშაბათს, სამეფო თასის ფინალში, მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ დაუბრუნდება. ”ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას მომავალ კვირას ”რეალის” წინააღმდეგ გამოცდილი ცენტრალური მცველის ძირითად შემადგენლობაში დაყენების საშუალება ექნება, რადგან ესპანელმა მოირჩინა მუხლის ტრავმა, გვატყობინებს ”El Mundo Deportivo”.

33 წლის მცველი გუნდს იანვირის შემდეგ აღარ დახმარებია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა, რათა სწრაფად დაბრუნებულიყო. თავდაპირველად მისი დაბრუნება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, ”არსენალის” წინააღმდეგ იგეგმებოდა, თუმცა ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

პუიოლი უკვე თითქმის ბოლომდე გამოჯანმრთელდა და მოითხოვს, რომ სამთვიანი პაუზის შემდეგ სამეფო თასის ფინალში, რომელიც ”მესტალიაზე” გაიმართება განაცხადში იყოს.

პეპ გვარდიოლას არ სურს პუიოლის ჯანმრთელობის გარისკვა და სავარაუდოდ 18 დღეში გასამართი 4 კლასიკოდან პირველში, რომელიც ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება ის კაპიტანს დიდი ალბათობით მოუფრთხილდება და განაცხადში არ შეიყვანს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.