პუიოლი ვერ ითამაშებს ”შახტარის” წინააღმდეგ, განმეორებით მატჩში

პუიოლი ვერ ითამაშებს ”შახტარის” წინააღმდეგ, განმეორებით მატჩში

ესპანურმა პორტალმა Sport.es დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარლეს პუიოლის რეაბილიტაციის პროცესში კვლავ წარმოიქმნა გართულებები.

მას შემდეგ, რაც კარლეს პუიოლმა ვარჯიშები დაიწყო, გაჩნდა მისი სწრაფად გამოჯანმრთელების შანსი. თუმცა, რამდენიმე სავარჯიშო სესიის შემდეგ კაპიტანს კვლავ შეახსენა თავი ტკივილმა. ასეთი ვითარების გამო ექიმები თავს იკავებენ მისი მოედანზე გამოსვლისგან და რეაბილიტაციის ახალ პროცესზე გადასვლას გეგმავენ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარლესი შეძლებდა ”შახტარის” წინააღმდეგ თამაშს. მოგვიანებით კი კაპიტნის მოედანზე დაბრუნების თარიღად ”ალმერიასთან” გასამართი მატჩი დასახელდა. თუმცა ახლა უკვე თითქმის გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ კარლეს პუიოლი მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერცერთ ზემოთ ხსენებულ თამაშში. მიმდინარე კვირას კატალონიელი ფეხბურთელი გამოკვლევებზე მადრიდში იმყოფებოდა, ექიმ მიქელ გუტერესთან. ჯერ-ჯერობით უცნობია მისი მოედანზე გამოსვლის თარიღი. გულშემატკივრები და სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებენ, რომ ”ბარსას” კაპიტანი შეძლებს მონაწილეობის მიღებას საკვანძო მატჩებში, რომლებიც 16 და 20 აპრილს გამართება.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.