ლიონელ მესი მატჩის წინ

ლიონელ მესი მატჩის წინ

ლიონელ მესიმ, პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ "ბარსელონას" რთული და თანაბარი თამაში ელის "კამპ ნოუზე": "ჩვენ გველის ძალიან რთული მატჩი, რადგანაც ვთამაშობთ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დაკომპლექტებულია შესანიშნავი ფეხბურთელები და ისინი წლევანდელ სეზონში საოცრად თამაშობენ. თამაშები "შახტართან" ყოველთვის თანაბრად მიმდინარეობდა. თუ ეს ძნელი დასაჯერებელია, მაშინ გადახედეთ ევროპის სუპერთასის ფინალის ჩანაწერს ან თუნდაც სხვა ურთიერთ შეხვედრებს. ყოველ წუთს კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში "შახტარი" მომენტს არ გაუშვებს ხელიდან".

 

პირველი მატჩის შედეგი შეიძლება გადამწვეტის აღმოჩნდეს                    

 

არგენტინელი თავდამსხმელი, რომელიც მესამედ ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, თვლის, რომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პირველ შეხვედრაზე: "იმედი მაქვს მატჩი ძალიან სანახაობრივი იქნება და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. მთავარია ვიბრძოლოთ დიდი ჰანდიკაპისთვის, რადგანაც დონეცკში თანაში ძალიან გაგვიჭირდება".     

 

"გოლები არ მაინტერესებს"                

 

ლეო გუნდში საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე უკვე 45 გოლია ყველა ტურნირზე. კითხვაზე, თუ რატომ ვერ იტანს ლეო ბოლო მატჩებში გოლებს, უპასუხა: "ძალიან მსურს "შახტართან" მატჩში ჩემს გუნდს გოლით დავეხმარო, მაგრამ ეს არ არის მთავარი, გუდნში ბევრი კარგი შემსრულებელია".

 

"იმედი მაქვს ტკივილები შეწყდება"                      

 

ლეო მესი ჯერ კიდევ არ მომჯობინებულა 100%–ით სანაკრებო თამაშების შემდეგ: "ვილიარეალთან" მატჩში, თავს ძალიან კარგად არ ვგრძნობდი. მე მაქსიმუმი გავიღე, რათა ტკივილები მომეშუშებინა და ნელ–ნელა ისინი ქრებიან". დაასრულა ლიონელ მესიმ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.