”ესპანიოლის” ფეხბურთელებმა აბიდალს წერილი გაუგზავნეს

”ესპანიოლის” ფეხბურთელებმა აბიდალს წერილი გაუგზავნეს

”ესპანიოლის” ფეხბურთელებმა კატალონიის ”ბარსელონას” ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს წერილი გაუგზავნეს, იტყობინება ”მარკა”. აბიდალს, რომელსაც სამშაბათს ექიმებმა ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს, ოპერაციას გაუკეთებენ.

კატალონიის მეორე გუნდის ფეხბურთელებმა ფრანგ ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

ამას გარდა, განცხადება ”ესპანიოლის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომაც გააკეთა: ”ამ მძიმე წუთებში გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის სახელით მინდა გამოვხატო სიყვარული და მხარდაჭერა ერიკისა და მისი ოჯახის მიმართ. ღმერთა ქნას, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ერიკმა შეძლოს გადალახოს ეს დაავადება.”

ერიკ აბიდალს ოპერაცია დღეს, ესპანეთის დროით 16:00 საათზე Hospital Clínic de Barcelona-ში გაუკეთებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.