აბიდალს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება

  • 16-03-2011, 16:09
  • აბიდალს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება

    ერიკ აბიდალი დღეს დილით ”ბარსელონას” ვარჯიშზე თანაგუნდელების სანახავად მივიდა. ფრანგმა მცირე კომენტარი მისცა ”სიუტატ ესპორტივაზე” შეკრებილ ჟურნალისტებს. ამის შემდეგ ერიკი Hospital Clínic de Barcelona-ში გაემართა. ფეხბურთელს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ფრანგ მცველს ოპერაცია პარასკევის ნაცვლად ხვალ, ესპანეთის დროით 16:00 საათზე ჩაუტარდება.

    შრგახსენებთ, რომ დღეს ”ბარსელონას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ექიმებმა ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს.

    მიმდინარე სეზონში ერიკ აბიდალი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მან არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი გოლისგან. კოპა დელ რეის გათამაშებაში მან გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხა.

    ერიკ აბიდალი მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა საჭიროების დროს შესანიშნავად ართმევს თავს ცენტრალური მცველის როლსაც.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.