ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა

  • 16-03-2011, 10:58
  • ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა

    ”ბარსას” ფრანგ მცველს, ერიკ აბიდალს ექიმებმა ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს. მას ოპერაციას პარასკევს, 18 მარტს გაუკეთებენ. ოპერაციას ჩაატარებს ექიმი ხოსეპ ფუსტერ ობრეგონი, Hospital Clínic de Barcelona-ში.

    მიმდინარე სეზონში ერიკ აბიდალი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. ის სამაგალითოდ თამაშობდა დაცვის მარცხენა ფლანგზე და საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური მცველის როლს ითავსებდა. ის სავარაუდოდ გამოტოვებს სეზონის დარჩენილ პერიოდს.

    ”ბარსელონას” გულშემატკივრების სახელით ერიკ აბიდალს ვუსურვებთ, რომ ოპერაციამ ჩაიაროს გართულებების გარეშე და ფრანგი მცველი მალე დაუბრუნდეს მოედანს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.