ბატისტა: "მესის შეუძლია გახდეს ყველა დროის საუკეთესო"

ბატისტა: "მესის შეუძლია გახდეს ყველა დროის საუკეთესო"

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერხიო ბატისტა აგრძელებს კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმლის, ლიონელ მესის ქება–დიდებას. ცოტა ხნის წინ ბატისტამ თქვა, რომ მესი კრიშტიანუ რონალდუზე ბევრად ძლიერია, ხოლო ახლა მან ისაუბრა მის შესაძლებლობებზე. არგენტინელთა თავკაცი თვლის, რომ ლეო სულ მალე საუკეთესო ფეხბურთელი გახდება ფეხბურთის ისტორიაში.

 

"ლიონელ მესი ადგას გზას, რომლის ბოლოშიც მას მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს დაუძახებენ. დიახ, მართალია დიეგო არმანდო მარადონა ერთ–ერთი უძლიერესი და უბრწყინვალესი იყო, თუმცა ახლა იგი მესიმ სრულფასოვნად შეცვალა. დარწმუნებული ვარ ლეოზე სულ მალე ხალხი იტყვის ასეთი ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულაო. ისე ზოგი კი უკვე ამბობს ამას. ვუსურვებ მას წარმატებებს როგორც კლუბთან, ისევე ჩვენს არგენტინის ნაკრებთან ერთად." –განაცხადა ბატისტამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.