ლაპორტა: “ჩვენ ვიმოქმედებთ საღი აზრით”

ლაპორტა: “ჩვენ ვიმოქმედებთ საღი აზრით”

ხუან ლაპორტამ კიდევ ერთხელ "შეუტია” ფლორენტინო პერესს ასეთი ძვირი შენაძენების გამო მომავალი სეზონისთვის.

"ჩვენ სხვადასხვაგვარი კულტურა გვაქვს, ჩვენ ვამჯობინებთ საღი აზრით მოქმედებას და არ გადავყრით ბევრ ფულს.” – განუცხადა ლაპორტამ მეტოქეს მისი ისრაელში ვიზიტის დროს.

ისრაელის ტელევიზიის Channel 2 -თან საუბარში ლაპორტამ განაცხადა:

"ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გეგმებში და რასაც უნდა იმას გააკეთებს თავისი ფულით.”

"ვფიქრობ ჩვენი მოდელი კარგად მუშაობს, რადგან ის შთაგონებულია ჩვენი კულტურით.” -ამ სიტყვებით კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პერესის ქმედებანი კაკასა და რონალდოს "რეალში” გადაყვანით.

ორშაბათს ლაპორტა და კიდევ სხვა აღმასრულებლები და ძალოვნები მსოფლიო ფეხბურთის "მანჩესტერ იუნაიტედის” მცველის რიო ფერდინანდის ჩათვლით ჩავიდნენ ისრაელში ამ ქვეყნის სპორტის ერთ-ერთი წარმომადგენელის Pini Zehavi -ს ქალიშვილის ქორწილში.

"მე თავს დიდებულად ვგრძნობ ასეთი სეზონის შემდეგ, რომელიც ჩვენ გვქონდა.” -განაცხადა ლაპორტამ იერუსალიმის წმინდა ადგილების ნახვის შემდეგ. მან მოიარა ეს ადგილები ისრაელის მინისტრ Yitzhak Herzog -თან ერთად, რომელიც ლაპორტას ძალიან ახლო მეგობარია.

წყარო www.sport.es

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.