ეტო’ოს ინტერვიუ: “მე დღეს თუ არა, ხვალ მაინც დავბრუნდები”

ეტო’ოს ინტერვიუ: “მე დღეს თუ არა, ხვალ მაინც დავბრუნდები”

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სამუელ ეტო’ომ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ახლა იგი ძალზე ახლოს არის სრულ გამოჯანმრთელებასთან, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მან ინტერვიუ მისცა "BARCA TV”-ს და ისაუბრა თავის დღევანდელ მდგომარეობაზე გუნდის პერსპექტივებზე მიმდინარე სეზონში.

ფეხბურთელმა ტრავმა 29 აგვისტოს, გამპერის თასზე მიიღო და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ თითქმის მზად არის კვლავ სათამაშოდ. ინტერივუში მან კლუბთან დაკავშირებით ბევრს საკითხზე გამოთქვა თავისი აზრი:

-როგორ გრძნობ თავს?

-თავს მშვენივრად ვგრძნობ, ჩემი მდგომარეობა გამუჯობესდა.

-ბოლო დროა გხედავთ სავარჯიშო მოედანზე და ვთვლით, რომ სრულიად გამოჯამრთელდი. იმედი გვაქვს,რომ შენს დაბრუნებამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი.

-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ესეც იქნება. მე თავდაუზოგავად ვმუშაობდი და მემგონი რეაბილიტაციის ბოლო სტადიაზე ვარ.

-ამჯერად შენ გსურს დაბრუნდე მხოლოდ ასი პროცენტით მზად?

-მე ერთი და იგივე მუხლზე მეორედ მაქვს მძიმე ტრავმა და ვფიქრობ, რომ ეს შეცდომის ბრალია. ჩვენ – მთელ გუნდს, მეც და ჩემს ოჯახსაც გვსურს, რომ მე დავბუნდე მაშინ, როდესაც ამისთვის საბოლოოდ მზად ვიქნები.

-ბევრი გეკითხება, თუ როდის დაბრუნდები?

-ხალხის უმეტესობა მე მეკითხება, მზად ვიქნები თუ არა შაბათის თამაშისთვის მზად. ერთადერთი რაც მე ვიცი, არის ის, რომ ამ ხნის განმავლობაში მე თავდაუზოგავად ვმუშაობდი. ფეხბურთი ძალზე სწრაფად ვითარდება და ამიტომ არავის არ შეუძლია გაიხედოს წინ. მე ვიცი, რომ თუ ბევრს ვივარჯიშებ, დღეს თუ არა, ხვალ მაინც დავბრუნდები.

-თქვენ გამოტოვეთ 3 თვე. როგორ ფიქრობთ, როგორ გამოიტურებოდა ამ ხნის განმავლობაში გუნდი?

-ძალიან კარგად. თუმცა გასვლით თამაშებში ჩვენ ცოტათი უფრო გვიჭირს, ვიდრე საშინაო თამაშებში. მე მოხარული ვარ "ლიონთან” თამაშის გამო, ეს შესანიშნავი მატჩი გამოვიდა, ჩვენ მთელს მოედანზე პრესინგს მივმართავდით. გუნდი მოედანზე ისევე გამოიყურებოდა, როგორც "რეკრეატივოსთან” მეორე ტაიმში.

-გუნდი ძალზე ძლიერია საკუთარ მოედანზე და ყველა თამაშს იგებს, მაგრამ საუბარი არის გასვლით თამშებზე, რაშია პრობლემა?

-სახლში მეტი შესაძლებლობებია, ჩვენ შეგვიძლია ვითამაშოთ გახსნილი თამაში, ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს. ხშირად მოედანი არის იმაზე პატარა, ვიდრე ჩვენი საშინაო მოედანი და თამაში ჭირს. "ლიონთან” მატჩში, ისევე როგორც "რეკრეატივოსთან” მატჩის მეორე ტაიმში, ყველა დარბოდა და ბევრს მუშაობდა, ეს შესანიშნავი იყო.

-მიუხედავად ამისა, თქვენ მადრიდის "რეალს” ჩამორჩებით ორი ქულით და ერთ თვეზე უფრო ადრე ისინი ჩამოდიან თქვენთან სათამაშოდ.

-დიახ, სამი თამაშის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდებით, მაგრამ ჩვენ ახლა კონცენტრაცია გადატანილი გვაქვს "ესპანიოლთან” თამაშზე. მადრიდამდე ჩვენ ჯერ უნდა ვიფიქროთ "ესპანიოლზე”. ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ ზუსტად ამ თამაშზე. ეს იქნება რთული თამაში და თუ ჩვენ მას მზად შევხვდებით, სამი ქულის მოპოვების კარგი შანსი გვექნება.

-რას ფიქრობთ "ესპანიოლზე”?

-”ესპანიოლი” ბევრს მუშობს და კარგად თამაშობს. ალბერტ რიერამ მიაღწია იმ დონეს, რასაც ჩვენ ვიცოდით, რომ იგი მიაღწევდა, რადგან მე მისი თამაში ნანახი მაქვს ჯერ კიდევ "მალიორკას” ახალგაზრდულ გუნდში. იგი შესანიშნავი ფეხბურთელია და შეუძლია დიდი სიმაღლეების დაპყრობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ კარგად მოვემზადებით, მოგების შანსი გვექნება.

-ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი 1/8 ფინალში გავიდა…

-მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით. მე მინდა ეს მიღწევა ყველას მივულოცო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბოლომდე არ დავიხარჯებით ბოლო თამაშში, რომელიც ჩვენ საკუთარ მოედანზე უნდა გავმართოთ, ჩვენ ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

-ხალხი უკვე ლაპარაკობს მომავალ შესაძლო მეტოქეზე. თქვენ ამ ეტაპზე რთული ძლიერი მეტოქე გირჩენიათ თუ სუსტი?

-ამ სტადიაზე უკვე აღარ არიან ძლიერი და სუსტი გუნდები. გუნდმა, რომელსაც არცთუ დიდი სახელი აქვს, შეიძლება შეგიქმნას დიდი პრობლემები. ჩვენი უპირატესობა ნებისმიერ მეტოქესთან იქნება ის, რომ ჩვენ მეორე თამაშს ვითამაშებთ საკუთარ მოედანზე. ეს დიდი პლიუსია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კონცენტრაცია უნდა დავკარგოთ და უნდა წავაგოთ პირველი მატჩი ანგარიშით 4:0, შემდეგ ხომ ძალზე რთული იქნება განმეორებით თამაშში 5 გოლის გატანა, რადგან მოწინააღმდეგე მხოლოდ თავის დაცვას მოახმარს თავის ძალებს. ჩვენ ვიცით, რომ ვპროგრესირებთ.

-მოდით ვილაპარაკოთ თქვენს პარტნიორებზე. დავიწყოთ რონალდინიოთი, როგორც იცით, მას სულ ცოტა ხნის წინ თავს დაატყდა კრიტიკის ქარცეცხლი.

-პირადად მას შეუძლია უფრო მეტის გაკეთება. ჩვენ ყველამ ვიცით მისი შესაძლებლობები. ყველას შეიძლება გვქონდეს რთული მომენტები. ხალხი მისგან ძალიან ბევრს მოითხოვს და მსოფლიოში არ არის ფეხბურთელი, რომელიც მას კლასში და ტექნიკაში გაუთანაბრდება.

-რამდენიმე კვირის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ ბოიან კრკიჩი შეგცვლით თქვენ, რას იტყვით ახლა?

-იგი მხოლოდ ახლა იწყებს თავის კარიერას და აუცილებლად შემცვლის მე, რადგან მას აქვს ამისათვის ყელაფერი. მან არ უნდა უსმინოს არაფერს, რასაც მასზე პრესაში წერენ, რადგან ძალიან კარგია, როდესაც შენ გაქებენ, მაგრამ ერთ დღესაც დაიწყებენ შენს გაკრიტიკებას, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი წლის ხარ შენ.

-ტიერი ანრი არის ფეხბურთელი, რომელმაც თქვენ კონკურენცია უნდა გაგიწიოთ ძირითად შემადგენლობაში თამაშში. რას ფიქრობთ მასზე და მის პირველ თვეებზე კლუბში?

-ტიტიმ ძალიან კარგად დაიწყო. მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ მან დაიწყო გოლების გატანა და იმის გაკეთება, რასაც უნდა აკეთებდეს მისი პოზიციის ფეხბურთელი. მიუხედავად კრიტიკისა, მე ვფიქრობ, რომ მან კარგად დაიწყო.

-რას ფიქრობთ ედმილსონის მიერ ცორა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც რამდენიმე დღე განიხილავდნენ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები?

-მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე წარსულია. ეს საკითხი გაირკვა გასახდელში და იქ დარჩება. მწვრთნელმა ამის შესახენ უკვე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეს უკვე წარსულია. მეტი სალაპარაკო არაფერია.

-და ბოლოს, რას ფიქრობთ თქვენ მარკ ინგლაზე, კლუბის ახალ ვიცე-პრეზიდენტზე?

-არამგონია, რომ ამის გამო კლუბში რაიმე ძირეული ცვლილებები მოხდეს. მე უკვე ვიცნობ მას, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე მოხარული ვარ მისი ამ პოსტზე დანიშვნით, რადგან იგი ჩვენ ყოველთვის მხარს გვიჭერდა.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.