რევეიერი: “ბარსელონასთან” თამაში არ იქნება რევანში

რევეიერი: “ბარსელონასთან” თამაში არ იქნება რევანში

ფრანგული "ლიონის” მცველი, ანტონ რევეიერი აფასებს თავისი გუნდის შანსებს "ბარსელონასთან” მატჩში და საერთოდ ჩემპიონთა ლიგაზე.

მოცემულ სიტუაციაში ფრანგებს გამოსავალი უბრალოდ არა აქვთ, საკუთარ მოედანზე მათ "ბარსელონა” აუცილებლად უნდა დაამარცხონ. რევეიერი თავის თანაგუნდელებს მოუწოდებს, კატალონიელთა წინააღმდეგ მათ გამოიყენონ მთელი თავისი გამოცდილება და საკუთარი გულშემატკივრის მხარდაჭერა, იმისათვის, რომ არ განმეორდეს, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მოხდა.

"ბარსელონა” დიდი გუნდია შესანიშნავი ფეხბურთელებით, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ დავუპირისპირდებით საკუთარი გულშემატკივრების წინაშე. ამან ჩვენს სასარგებლოდ უნდა იმოქმედოს” – თვლის ანტონ რევეიერი.

"ეს ჩვენთვის პირველი მატჩი არ არის ჩემპიონთა ლიგაზე, ამიტომ ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ მოვახეხეთ "შტუტგარტთან” ზედიზედ ორი გამარჯვებით მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება, მაგრამ ჯგუფიდან გასვლამდე ჯერ კიდევ შორია”.

"ჩვენ არ გვაინტერესებს "ბარსელონა” კრიზისშია თუ არა. ჩვენ უნდა ვითამაშოთ კარგად, უნდა ვიყოთ კომპაქტურები და მივაღწიოთ გამარჯვებას. რაც არ უნდა ილაპარაკონ, "ბარსელონას” მაინც "ბარსელონაა”. ეს გუნდი უბრალოდ გენიალურად თამაშობს. მაგრამ ეს თამაში არ იქნება რევანში. ჩვენ მხოლოდ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ავიღოთ სამი ქულა ამ თამაშში, სულ ეს არის” – განაცხადა "ლიონის” მცველმა.

წყარო: www.euro-football.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.