ეტო’ო ვარჯიშობს გუნდთან ერთად

  • 25-11-2007, 22:49
  • კვირა დღის ვარჯიშის ყელაზე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა სამუელ ეტო’ომ. სამთვიანი აღდგენითი პროცესის შემდეგ დღეს კამერუნელმა პირველად ივარჯიშა თანაგუნდელებთან ერთად.

    კამერუნელმა ვარჯიში ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყო, რის შემდეგაც შეუერთდა დანარჩენ ფეხბურთელებს და მათთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა.

    ფრანკ რაიკაარდი და დანარჩენი ფეხბურთელები დანსაკუთრებულად მიესალმნენ ეტო’ოს და გამოხატეს თავისი ბედნიერება მისი მწყობრში ჩადგომასთან დაკავშირებით.

    შეგახსენებთ, რომ ეტო’ომ უკანასკნელად 29 აგვისტოს ითამაშა გამპერის თასზე მილანის "ინტერის” წინააღმდეგ და სწორედ იმ მატჩში მიიღო ტრავმა.

    წყარო: www.barcamania.ru

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.