“ბარსელონა”-”უელვა” – ფეხბურთელების მატჩისშემდგომი კომენტარები

“ბარსელონა”-”უელვა” – ფეხბურთელების მატჩისშემდგომი კომენტარები

"უელვასთან” თამაშის ერთ-ერთ გმირად იქცა ბოიან კრკიჩი, რომელმაც შესვლაზე შესულმა მოახერხა მეტოქის კარის აღება და როგორც რაიკაარდმა თქვა, "შეიტანა დიდი წვლილი გუნდის მუშაობაში”.

ბოიანი

"ეს არის შედეგი მთელი იმ სამუშაოსი, რომელსაც მე ვასრულებდი აქამდე. ეს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ანრი დიდებული ფეხბურთელია, რომელიც მე ძალზე მეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვუგებთ. ბოლო დროს მე მიმართლებს, მაგრამ მე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას. ბევრი ჩვენს წინააღმდეგ ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და ძნელია თავისუფალი ადგილი იპოვო სათამაშოდ. პირველმა გოლმა ჩვენ მეტი თავისუფლება მოგვცა”.

ჩავი

"ჩვენ ვფლობდით დიდ უპირატესობას და მოვიგეთ კიდეც. ჩვენ ვცდილობდით გამოგვეყენებინა ყველა მომენტი, მაგრამ პირველ ტაიმში ჩვენ ეს გვიჭირდა. ბოლო დროს ჩვენ ხშირად ვქმნიდით სახიფათო მომენტებს კუთხურებიდან, მაგრამ მის რეალიზებას ვერ ვახერებდით. გაბის გოლი ამ მხრივ მნიშვნელოვანია”.

გუდიონსენი

"მეტოქე დიდი ძალებით იდგა დაცვაში. ჩვენ გვიჭირდა სამოქმედოდ ადგილის მოძებნა. მე მინდოდა მეტი გამეკეთებინა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია დავეხმარო გუნდს. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მატჩში ბოლომდე დახარჯვა და 3 ქულის მოპოვება. ჩვენ პირველი წრე რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ. დეკემბერში ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ბოიანს დიდი მომავალი აქვს. ამ წელს მან ბევრი უნდა ისწავლოს, რადგან თამაშობს პირველ გუნდში შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად. მე ბედნიერი ვარ მის გამო”.

ინიესტა

"ეს ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ დღეს 3 ქულა მოვიპოვეთ. ზოგჯერ რთული არის მეტოქის შეცდომაზე დაჭერა. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ზოგჯერ გოლის გატანა ძალზე რთულია, მაგრამ მაინც უნდა ეცადო და მეტოქეს პრესინგი დაუპირისპირო. "ესპანიოლთან” მატჩი გამორჩეული იქნება – ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ გამოვასწორეთ სიტუაცია გასვლით თამაშებთან დაკავშირებით”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.