“ბარსელონა”-”უელვა” – რაიკაარდის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონა”-”უელვა” – რაიკაარდის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ფრანკ რაიკაარდის განცხადებით გუნდმა მოისმინა ედმილსონის განცხადება და ახლა დროა რეაგირება მოახდინოს მოედანზე. მწვრთნელის განცხადებით "უელვასთან” მატჩი იქნება კარგი გამოცდა.

ფრანკ რაიკაარდი "უელვასთან” მატჩის წინ პრესის წინაშე "კამპ ნოუზე” წარსდგა. ჰოლანდიელმა სპეციალისთმა "TV3″-თან საუბრისას კომენტარი გააკეთა ედმილსონის ინტერვიუზე: "მე ველაპარაკე ედმილსონს, მან ბოდიში მოიხადა და გუნდმა მიიღო იგი. მათ ერთმანეთში ილაპარაკეს და ახლა ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა. მაგრამ უკეთესია, რომ ესეთი საკითხები არ ირკვეოდეს გასახდელს მიღმა. ჩვენ ახლა რეაგირება უნდა მოვახდინოთ მოედანზ, შაბათის მატჩი ამისათვის კარგი გამოცდა იქნება. უნდა შევინარჩუნოთ გუნდის სახე და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ გვსურს კარგი სეზონის ჩატარება”.

ფრანკ რაიკაარდის განცხადებით "ფეხბურთელებმა ისაუბრეს, რათა მოეგვარებინათ არსებული სიტუაცია და გადაწყვიტეს, რომ ესეთი საკითხები უნდა წყდებოდეს გასახდელში”. რაიკაარდი ასევე შეხვდა კარლეს პუიოლს, რათა გაეგო ფეხბურთელების რეაქცია. მწვრთნელი თვლის, რომ "ეს თემა დღევანდელი დღისათვის დახურულია”.

რაიკაარდმა დადებითად შეაფასა გუნდის საქციელი და განაცხადა, რომ ხედავს ფეხბურთელებს, როგორც "ახლობელ ადამიანებს, რომლებსახ აქვთ ერთიანი მიზნები და მოგების სურვილი. არის მომენტები, როდესაც საჭირო არის გუნდის რეაქცია. ვფიქრობ გუნდმა მის წინაშე დმგომ ამოცანას თავი კარგად გაართვა. გუნდი ერთი ოჯახია და ფეხბურთელებმა პირველებმა გაუწოდეს ხელი ედმილსონს. მე მშვიდად ვარ, რადგან ფეხბურთელებმა თვითონ მიაღწიეს შედეგს. ახლა მთავარი არის მატჩი "რეკრეატივოს” წინააღმდეგ, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია კარგი სეზონის ჩატარება”.

"ხეტაფესთან” განცდილი მარცხის შემდეგ რაიკაარდის მიმართა გაჩნდა ბევრი კითხვა, მაგრამ თავად მწვრთნელი მშვიდად არის და განწყობილია პრობლემის გადასაჭრელად: "აქ მე თავს ყოველთვის ბედნიერად ვთვლი. "ბარსელონაში” მუშაობა, ეს საჩუქარია. მე უფრო მეტად ვნერვიულობ მაშინ, როდესაც გუნდს ზედმეტად აქებენ. მე ვმუშაობ დიდი მონდომებით. ჩვენ აუცილებლად უნდამოვიგოთ გასვლაზე, დადგა დრო დავამტკიცოთ ეს მოედანზე”.

მცირე შესვენების შემდეგ პრიმერა დივიზიონი ბრუნდება და "ბარსელონას” "რეკრეატივო” ეწვევა. მიუხედავად საკუთარ მოედანზე ნაჩვენები კარგი შედეგებისა, ფრანკ რაიკაარდს სურს, რომ მისმა ფეხბურთელებმა პატივი სცენ მოწინააღმდეგეს: "მოწინააღმდეგე ემზადება უკვე დიდი ხანია და ჩამოვიდა კარგი შედეგის მიღწევის დიდი სურვილით”.

ფრანკ რაიკაარდმა განმარტა, თუ რატომ მისცა მან რაფა მარკესს გასულ კვირაში მექსიკაში გამგზავრების და თავისი საქმის მოგვარების უფლება: "კარგი არის, როდესაც არის თავისუფალი დრო და ფეხბურთელი იმყოფება ფორმაში. მე მივეცი მას წასვლის უფლება”.

რონალდინიოსთან დაკავშირებით, რომელიც ბრაზილიიდან პარასკევს დაბრუნდა, მწვრთნელმა განაცხადა: "იგი ჩამოვიდა ბოლოს და ჩვენ ხვალ დავაკვირდებით მას. რონის სჭირდება დასვენება”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.