რაიკაარდის ბედი უახლოეს მატჩებში გაირკვევა

რაიკაარდის ბედი უახლოეს მატჩებში გაირკვევა

ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ფრანკ რაიკაარდის ბედი უკვე შობამდე გაირკვევა. მიუხედავად პრეზიდენტ ხუან ლაპორტას მხრიდან გამოცხადებული დიდი მხარდაჭერისა, ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვება მაინც არ არის გამორიცხული.

"ბარსელონას” რთული კალენდარი აქვს, კლუბს უახლოეს მომავალში თამაში უწევს "ვალენსიასთან” და მადრიდის "რეალთან”. ამ თამაშებში წარუმატებლობის შემთხვევაში რაიკაარდის გუნდიდან გაშვება უკვე რეალური გახდება, აცხადებს "DiarioSport”.

წყარო: www.euro-football.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.