ვალდესი ბოლო 10 წლეულის საუკეთესო მეკარეების 10-ეულში მოხვდა

ვალდესი ბოლო 10 წლეულის საუკეთესო მეკარეების 10-ეულში მოხვდა

საერთაშორისო საფეხბურთოს ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარეების სია. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იქნა მეკარეების მიერ ყოველ წელს დაგროვებული ქულები. რეიტინგს სათავეში ”იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი უდგას სათავეში. ის ბოლო ათი წლის მანძილზე ხშირად ხდებოდა წლის მეკარე. 2006 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატის მოგენაც შეძლო.

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის ”რეალის” მეკარემ, იკერ კასილიასმა ვერ მოასწრო ბუფონზე გადასწრება. ის ბოლო სამი წელის იგებს წლის საუკეთესო მეკარის ჯილდო. გამარჯვებულს იკერი სულ რაღაც 5 ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილი ”ჩელსისა” და ჩეხეთის ნაკრების კიპერმა, პიტერ ჩეხმა დაიკავა. მეჴტხე პოზიცია ედვინ ვან დერ სარს ერგო, ხოლო ხუთეული დახურა ოლივერ კანმა, რომელმაც კარიერა 2008 წელს დაასრულა. რაც შეეხება ”ბარსელონას” მეკარეს, ვიქტორ ვალდესს, მან ამ რეიტინგში მე-9 ადგილი დაიკავა.

აქვე გთავაზობთ ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარეების ათეულს:

1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) - 182 ქულა

2. იკერ კასილიალი (ესპანეთი) - 177

3. პიტერ ჩეხი (ჩეხეთი) - 138

4. ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია) - 105

5. ოლივერ კანი (გერმანია) - 99

6. დიდა (ბრაზილია) - 90

7. იენს ლემანი (გერმანია) - 72

8. რობერტო აბონდანსიერი (არგენტინა) - 68

9. ვიქტორ ვალდესი (ესპანეთი) - 64

10. ჟულიო სეზარი (ბრაზილია) - 63

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.