ეტო’ომ დაიწყო ბურთთან ერთად ვარჯიში

ეტო’ომ დაიწყო ბურთთან ერთად ვარჯიში

სამშაბათ საღამოს სამუელ ეტო’ომ "ლა მასიაზე” ბურთთან ერთად ივარჯიშა. იმ დროს, ისევე როოგრც გუნდის სხვა დანარჩენი წევრები, ეტო’ოც ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.

სამშაბათს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ეტო’ო "ლა მასიაზე” გამოჩნდა, სადაც ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. იგი ვარჯიშზე სხვა ფეხბურთელებზე ნახევარი საათით ადრე გამოჩნდა და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა ბოლომდე გამოჯანმრთელებისათვის, რაც უკვე არცთუ ისე შორს არის.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეტო’ო უფრო და უფრო ინტენსიურად ვარჯიშობს, სამშაბათს კი მან უკვე ბურთთან ერთად ივარჯიშა. მან ივარჯიშა სირბილში, ბურთის კონტროლში და კარში დარტყმებში.

ეტო’ო როგორც ყოველთვის კარგ განწყობაზე იყო, ვარჯიშის განმავლობაში მან რამდენიმეჯერ მოახერხა გარშემომყოფთა გაცინება.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.