აბიდალი: ”გოლს ჩემს ოჯახს და Facebook-ზე ჩემს ფანებს ვუძღვნი”

აბიდალი: ”გოლს ჩემს ოჯახს და Facebook-ზე ჩემს ფანებს ვუძღვნი”

ერიკ აბიდალი დაეხმარა თავის კლუბს სამეფო თასის 1/4 ფინალში გასვლაში. თავისი პირველი გოლი მან 130-ე შეხვედრაში გაიტანა.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელი ემოციებს ვერ მალავდა: ”მე ძალიან კმაყოფილი ვარ გოლით და შემდეგ ეტაპზე გასვლით. ეს გოლი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია”.

ფეხბურთელმა გოლი თავის ფანებს და ოჯახის წევრებს მიუძღვნა: ”ეს იყო გოლი, რომელსაც ბევრი ელოდა და მათ შორის მეც. მას ჩემს ოჯახს და Facebook-ზე ჩემს ფანებს ვუძღვნი. ადრე გოლის გატანა საფრანგეთში შევძელი, მაგრამ აქ ეს პირველად მოხდა”. ერიკმა გვარდიოლას მნიშვნელობაზეც ისაუბრა: ”მე ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო გუნდს და ვთამაშობ ყველა პოზიციაზე, სადაც კი შემიძლია. ყოველთვის ვგრძნობ მწვრთნელის მხარდაჭერას და ნდობას, განსაკუთრების მაშინ, როდესაც ცენტრში ვთამაშობ”.

მწვრთნელისგან მიღებული შექება
მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები აბიდალს დიდი ოვაციებით შეეგებნენ და საპატიო დერეფანი გაუკეთეს: ”ჩვენ მას საპატიო დერეფანი გავუკეთეთ, რადგან მან ეს დაიმსახურა. ჩვენ მისი ჰაერში აგდება გვსურდა, მაგრამ გასახდელის სიმაღლე ძალიან დაბალი იყო” - ირონიულად განაცხადა გვარდიოლამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.